maps maps
maps maps
homeministry of energy legislation investor page energy media center public information links
შეხვედრა
სამშაბათი, 28 ნოემბერი, 2017 | 12:25

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის” ფარგლებში ენერგეტიკული პანელი გაიმართა

151
ნახვა

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩიქოვანმა, „საქართვლოს ნავთობისა და გაზის კოპორაციის“ გენერალურმა დირექტორმა დავით თვალაბეიშვლმა, „BP”-ის რეგიონულმა დირექტორმა გერი ჯონსმა, “Clean Energy Group Georgia“-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ბიორნ ბრანდზეგმა და „ევროპის რეკონონსტრუქციისა და განვითრების ბანკის“ (EBRD) დირექტორმა კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსიაში ბრუნო ბალვანერამ  თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი-ს ფარგლებში გამართულ ენრეგტიკულ პანელში მიიღეს მონაწილეობა და  დელეგატებს სიტყვით მიმართეს.

პანელის ფარგლებში მონაწილეებმა ისაუბრეს საქართველოზე, როგორც საიმედო პარტნიორზე და მის როლზე საერთაშორისო ენერგეტიკულ პროექტებში. მათ შორის ყურადღება გამახვილდათეთრი ნაკადისადა ტრანსკასპიური მილსადენის პროექტებზე.  ასევე, ისაუბრეს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“, „სამხრეთ კავკასიური მილსადენისადაბაქო-თბილისი სუფსისმილსადენების მნიშვნელობაზეაღნიშნული პროექტები ემსახურებიან კასპიის რეგიონის ნახშირწყალბადი რესურსების დასავლეთით ტრანსპორტირებას საქართველოს გავლით.

 „საქართველო საიმედო სატრანზიტო ქვეყანაა და ამ პოტენციალის სრულმასშტაბიანი განვითარება სურს. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ადგილობრივი განახლებადი ენერგიის, მათ შორის სუფთა ენერგიების, რესურსების  რაციონალური ათვისებისა და გამოყენებისათვის. ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემო ხელს უწყობს განახლებადი ენერგიის რესურსების მნიშვნელოვან განვითარებას.  ხელმისაწვდომობისა და ფასების თვალსაზრისით  განსაკუთრებით მიმზიდველია ჩვენი ჰიდრორესურები.  ამჟამად, განვითარების სხვადასხვა ეტაპზეა 4000 მგვტ-ზე  მეტი გენერაციის ობიექტი. ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით აქტიურად ვაგრძელებთ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და რეაბილიტაციაას, რაც საქართველოს კიდევ უფრო მეტად აკავშირებს მეზობელ  ქვეყნებთან. საქართველო აღმოსავლეთისა და დასაველთის გზაჯვარედინზეა, ეს კი გვაძლევს მნიშვნელოვან უპირატესობას ვიყოთ აბრეშუმის გზაზე ენერგეტიკული ხიდი.  ჩვენი მიზანია საქართველო  გახდეს ელექტროენერგიით ვაჭრობის რეგიონური ჰაბი და ეს კი წარმოუდგენელია  მხარდაჭერის გარეშე. ამ  გზაზე გვაქვს ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერის იმედი.“  - განაცხადა გიორგი ჩიქოვანმა.

 

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი აზიასა და ევროპას შორის ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული კავშირების გაღრმავების მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. ფორუმი მიზნად ისახავს, შექმნას და დაამკვიდროს სადისკუსიო პლატფორმა, სადაც  აბრეშუმის გზის ინიციატივის ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები განიხილავენ თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და კავშირებს საერთაშორისო და რეგიონულ ვაჭრობის სფეროში.

ორდღიან ფორუმში მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნის 2000-მდე დელეგატი  მონაწილეობს. მათ შორის, 1100 კერძო სექტორს წარმოადგენს. ფორუმში ასევე მონაწილეობს 500-ზე მეტი უცხოური კომპანიის წარმომადგენელი. ფორუმი საქართველოს პრემიერ მინისტრის პატრონაჟით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით ტარდება.

მსგავსი სიახლეები

ევროკავშირის ენერგოეფექტურობის დირექტივებთან დაახლოების მიზნით პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ენერგეტიკის სამინისტროსა და მოლდოვეთის მწვანე კლიმატის ფონდს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმირების ხელშეწყობის მიზნით პოლიტიკური დისკუსია გაიმართა
შეხვედრა რუმინეთის ელჩთან
შეხვედრა კომპანია „EDF Group“-ის წარმომადგენელთან

დღის პოპულარული სიახლეები

შპს "ყაზტრანსგაზი" გაზის უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველყოფის მიზნით აბონენტების ინდივიდუალურ შემოწმებას იწყებს
ენერგეტიკული კომპანიები ხანძრის კერების ლიკვიდაციაში აქტიურად მონაწილეობენ
ქართულ-იტალიურ ბიზნეს-ფორუმი
„აბული ჰესის“ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარების, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების მიზნით ინტერესთა გამოხატვა ცხადდება
განახლებადი ენერგიების განვითარების სამოქმედო გეგმაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სიახლის გამოწერა

სამინისტრო

კანონმდებლობა

ინვესტორი გვერდი

ენერგეტიკა

მედია ცენტრი

საჯარო ინფორმაცია

სტრუქტურა
მინისტრი
მოადგილეები
დეპარტამენტები
მინისტრის მრჩევლები
სსიპ
პოლიტიკა და სტრატეგია
ვაკანსია
ელექტროენერგია
ნავთობი / გაზი
ლიცენზიები / ნებართვები
სხვა
ინტერესთა გამოხატვა
მიმოხილვა
პოტენციალი
პერსპექტიული პროექტები
პოტენციური ჰესები რუკა და ფასების სახელმძღვანელო
მემორანდუმები
ელექტროენერგია
ნავთობი
გაზი
ახალი ამბები
პუბლიკაციები
პრეზენტაციები
ბიბლიოთეკა
დოკუმენტები
ტენდერები
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
საჯარო ინფორმაცია
საკადრო უზრუნველყოფა
სახელმწიფო შესყიდვები
სამართლობრივი აქტები
ბიუჯეტი
სტატისტიკა
სხვა
© 2013 ყველა უფლება დაცულია - საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო