maps maps
maps maps
homeministry of energy legislation investor page energy media center public information links
განცხადებები
პარასკევი, 10 ნოემბერი, 2017 | 11:50

ევროკომისიამ საქართველოს ენერგოსექტორში ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა

163
ნახვა

ევროკომისიამ საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღონისძიებების   შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა.  აღნიშნულ დოკუმენტში ცალკე პუნქტად განხილულია ენერგეტიკის მიმართულება. კერძოდ, ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია "ენერგეტიკულ გაერთიანებაში" საქართველოს გაწევრიანებაზე. აღნიშნულ ფაქტს ევროკავშირი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, რადგან  საქართველომ დაადასტურა მისი მისწრაფება გამხდარიყო ევროპული  ენერგეტიკული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი.

 

საქართველოს ენერგოსექტორში ელექტროენერგეტიკის, გაზის, ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების ათვისების ხელშეწყობის მიმართულებით ვალდებულებების შესრულებისათვის აქტიური სამზადისია.  მუშავდება ენერგეტიკული ბაზრის მოდელი, ენერგეტიკის შესახებ კანონპროექტი, მიმდინარეობს ენერგოეფექტურობის შესახებ ევროკავშირის დირექტივების გათვალისწინებით მომზადებული  პირველი ეროვნული ენერგოეფექტურობის სამ წლიანი (2018-2020) სამოქმედო გეგმის პროექტის დამტკიცების პროცედურები, რომელიც წლის ბოლომდე დასრულდება.  გარდა ამისა, მიმდინარეობს მუშაობა კანონპროექტზე, რომელიც ეხება შენობებში ენერგოეფექტურობის ხელშეწყობას. სახელმწიფო მუშაობს ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მარაგების შექმნის მოდელებზე და შესაბამის კანონმდებლობაზე.  აღნიშნულ პროცესებში აქტიურად არიან ჩართულები  ევროპელი პარტიონრები, ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროგრამა - EU4Energy Governance და "ენერგეტიკული გაერთიანების" სამდივნო ასევე, აქტიურ როლს თამაშობენ სხვა დონორი ორგანიზაციებიც.

 

ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ კომპეტენტურ ორგანიზაციებთან და გარკვეული შედეგები უკვე სახეზეა. ანგარიშით დასტურდება, რომ ჩვენს მიერ არჩეული გზა "ასოცირების ხელშეკრულებით" ნაკისრი ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით,  წარმატებულია.  უკვე შემუშავებულია ელექტროენერგეტიკისა და გაზის კანონის პროექტი და მიმდინარეობს მისი განხილვა სამინიტროში და სახელმწიფო კომპანიებში. შემდეგ ეტაპზე იგეგმება კანონის განხილვაში  კერძო სექტორის ჩართვა და საჯარო განხილვების მოწყობა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ექსპერტების, ასევე ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით. კანონპროექტით დაგეგმილია ელექტროენერგიის ახალი ბაზრის მოდელის დანერგვა 2019 წლის იანვრიდან ტესტირების რეჟიმში ხოლო მისი სრულად დანერგვა 2020 წლამდე განხორციელდება“-განაცხადა გიორგი ჩიქოვანმა

 

ევროკომისიის ანგარიშში ხაზგასმულია ასევე ენერგოეფექტურობის შესახებ პოლიტიკური ჩარჩოს გაძლიერების მნიშვნელობაზე. ანგარიშში მოხვდა ქარის პირველი ელექტროსადგური „ქართლის“ პროექტი, რაც ჩვენი ენერგეტიკისათვის ამ  სადგურის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს და ევროკავშირი მას განახლებადი ენერგიის წყაროების დივერსიფიკაციად მიიჩნევს. ასევე, ხაზგასმულია ქვეყნის ძალისხმევა ჰიდროპროექტების განხორციელების ხელშეწყობისა და ელექტროენერგიით საბითუმო ვაჭრობისა და ექსპორტის გაძლიერების მიზნით გადამცემი ქსელის გაძლიერების მიმართულებით.

 

ანგარიშში საუბარია ასევე, "სამხრეთ გაზის დერეფანზე" და მის ფარგლებში "სამხრეთ კავკასიური მილსადენის" გაფართოების სამუშაოებზე, რომელიც დასასრულს უახლოვდება. ევროკომისია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს და ადასტურებს, რომ საქართველო საიმედო სატრანზიტო ქვეყანა და პარტნიორია და შესწევს  უნარი შეასრულოს ენერგეტიკული ხიდის ფუნქცია აღმოსავლეთით მიმწოდებელ და დასავლეთით მოხმარების ბაზრებს შორის.

 

 

ინფორმაციისთვის: 2016 წლის 14 ოქტომბერს,  ხელი მოეწერა ოქმს ,,ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს მიერთების შესახებ“. შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების გავლისა და საქართველოს პარლამენტის მიერ დოკუმენტის რატიფიკაციის შემდეგ, 2017 წლის 1 ივლისს საქართველო გახდა ამ ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი. 

მსგავსი სიახლეები

ენერგეტიკული კომპანიები ხანძრის კერების ლიკვიდაციაში აქტიურად მონაწილეობენ
ნავთობის და გაზის სახელმწიფო სააგენტო განცხადებას ავრცელებს
კახა კალაძემ საზოგადოებას 5 წლიანი მოღვაწეობის ანგარიში წარუდგინა ენერგეტიკული (რ)ევოლუცია
სალიცენზიო ბლოკებზე გამოცხადებულ ტენდერში საუკეთესო განაცხადებები გამოვლინდა
’’ASTANA EXPO-2017”

დღის პოპულარული სიახლეები

კახა კალაძემ ელექტროგადამცემ ხაზზე „ქართლი 2“ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
„ტეხურის კასკადის“ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარების, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების მიზნით ინტერესთა გამოხატვა ცხადდება
საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის პროექტის საჯარო განხილვა იწყება
ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფი ხაზის მიმდებარე ყველა სოფლის გაზიფიცირება გრძელდება
ბუნებრივ აირზე ტარიფი შემცირდა

სიახლის გამოწერა

სამინისტრო

კანონმდებლობა

ინვესტორი გვერდი

ენერგეტიკა

მედია ცენტრი

საჯარო ინფორმაცია

სტრუქტურა
მინისტრი
მოადგილეები
დეპარტამენტები
მინისტრის მრჩევლები
სსიპ
პოლიტიკა და სტრატეგია
ვაკანსია
ელექტროენერგია
ნავთობი / გაზი
ლიცენზიები / ნებართვები
სხვა
ინტერესთა გამოხატვა
მიმოხილვა
პოტენციალი
პერსპექტიული პროექტები
პოტენციური ჰესები რუკა და ფასების სახელმძღვანელო
მემორანდუმები
ელექტროენერგია
ნავთობი
გაზი
ახალი ამბები
პუბლიკაციები
პრეზენტაციები
ბიბლიოთეკა
დოკუმენტები
ტენდერები
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
საჯარო ინფორმაცია
საკადრო უზრუნველყოფა
სახელმწიფო შესყიდვები
სამართლობრივი აქტები
ბიუჯეტი
სტატისტიკა
სხვა
© 2013 ყველა უფლება დაცულია - საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო