maps maps
maps maps
homeministry of energy legislation investor page energy media center public information links
ვიზიტი
ხუთშაბათი, 02 ნოემბერი, 2017 | 05:05

ილია ელოშვილი კონფერენციაში ,,Oil & Gas Turkmenistan 2017”-ში მონაწილეობს

215
ნახვა

ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი თურქმენეთის ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. კონფერენცია თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილემ მაკსატ ბაბაევმა გახსნა და თურქმენეთის პრეზიდენტის გურბანგულ ბერდი მუჰამედოვის სპეციალური მიმართვა წაიკითხა.

კონფერენციაზე განიხილება რეგიონის ენერგოუსაფრთხოებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხები. საქართველოს მხრიდან კონფერენციაში მონაწილეობა მნიშვნელოვანია თურქმენეთთან სამომავლო ურთიერთობების განმტკიცებისა და ერთობლივი პროექტების განხორციელებისათვის.

კონფერენციაში ასევე, მონაწილეობენევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ენერგეტიკის საკითხებში მაროშ შევჩოვიჩი, ენერგეტიკული ქარტიის გენერალური მდივანი ურბან რუსნაკი და რეგიონის ქვეყნების უმაღლესი დონის დელეგაციები. საქართველოდან კონფერენციას ესწრებიან საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის დირექტორიირაკლი ბენდელიანი და საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე დავით ბეჟუაშვილი.

დღეს, როდესაც გარემოებები სწრაფად იცვლება ფაქტია, რომ ევროპის ენერგეტიკულ ბაზრებზე წვდომაში მიმწოდებლებს შორის კონკურენციაა. საქართველო საიმედო სატრანზიტო ქვეყანაა და ამ პოტენციალის სრულმასშტაბიანი განვითარება სურს. აღნიშნული მიზნით დაგეგმილი ენერგეტიკული სატრანზიტო პროექტები, განსაკუთრებით კი "თეთრი ნაკადი", მნიშვნელოვნად დამოკიდებულია თურქმენეთის ენერგეტიკულ რესურსებზე და მასთან დამაკავშირებელ ტრანს-კასპიური ინფრასტრუტურის განვითარებაზე. აქედან გამომდინარე, საქართველო გამოხატავს პოლიტიკურ მხარდაჭერას "ტრანს-კასპიური მილსადენის" განხორციელების მიმართ და აქტიურად მონაწილეობს "აშხაბადის დეკლარაციის" ფარგლებში შექმნილ სამუშაო ჯგუფის შეხვედრებში“ - განაცხადა ილია ელოშვილმა.

კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია ენერგეტიკის მინისტრის ორმხრივი შეხვედრები კონფერენციის დელეგატებთან. საერთაშორისო კონფერენცია ,,Oil & Gas Turkmenistan 2017” ორ დღიანია და 3 ნოემბერს სრულდება.

 

 

მსგავსი სიახლეები

ნორვეგიის სამეფომ ენერგეტიკის დარგში 4 მლნ დოლარის საგრანტო პროგრამა დაამტკიცა
„ასპენის ენერგეტიკული სამიტი“
„საუკუნის კონტრაქტის“ ხელშეკრულების გაგრძელების ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია
ევრაზიული ფორუმი „ყაზენერჯი-2017“ „მომავლის ენერგიის შექმნა“
4წლიანი პაუზის შემდეგ საქართველო-უკრაინის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა მიმდინარეობს

დღის პოპულარული სიახლეები

კახა კალაძემ ელექტროგადამცემ ხაზზე „ქართლი 2“ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
„ტეხურის კასკადის“ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარების, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების მიზნით ინტერესთა გამოხატვა ცხადდება
სალიცენზიო ბლოკებზე გამოცხადებულ ტენდერში საუკეთესო განაცხადებები გამოვლინდა
საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის პროექტის საჯარო განხილვა იწყება
ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფი ხაზის მიმდებარე ყველა სოფლის გაზიფიცირება გრძელდება

სიახლის გამოწერა

სამინისტრო

კანონმდებლობა

ინვესტორი გვერდი

ენერგეტიკა

მედია ცენტრი

საჯარო ინფორმაცია

სტრუქტურა
მინისტრი
მოადგილეები
დეპარტამენტები
მინისტრის მრჩევლები
სსიპ
პოლიტიკა და სტრატეგია
ვაკანსია
ელექტროენერგია
ნავთობი / გაზი
ლიცენზიები / ნებართვები
სხვა
ინტერესთა გამოხატვა
მიმოხილვა
პოტენციალი
პერსპექტიული პროექტები
პოტენციური ჰესები რუკა და ფასების სახელმძღვანელო
მემორანდუმები
ელექტროენერგია
ნავთობი
გაზი
ახალი ამბები
პუბლიკაციები
პრეზენტაციები
ბიბლიოთეკა
დოკუმენტები
ტენდერები
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
საჯარო ინფორმაცია
საკადრო უზრუნველყოფა
სახელმწიფო შესყიდვები
სამართლობრივი აქტები
ბიუჯეტი
სტატისტიკა
სხვა
© 2013 ყველა უფლება დაცულია - საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო