maps maps
maps maps
homeministry of energy legislation investor page energy media center public information links
გაზი
პარასკევი, 20 ოქტომბერი, 2017 | 05:10

დაბა სიონის და სოფელ ჩანადირთკარის გაზიფიცირება დასრულდა

201
ნახვა

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძემ, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა  ზაქარია ქუცნაშვილმა  და კომპანია ,,სოკარ ჯორჯია გაზისდირექტორმა აზერ მამადოვმა, თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა სიონში და დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანადირთკარში ახლადაშენებული გაზგამანაწილებელი ქსელი დაათვალიერეს

კომპანიასოკარ ჯორჯია გაზმა" დაბა სიონში 30კმ სიგრძის საშუალო წნევის გაზსადენი ააშენა, რის შედეგადაც სოფელში მცხოვრებ 497 პოტენციურ აბონენტს ბუნებრივი გაზის   ქსელში ჩართვის შესაძლებლობა მიეცა.

სოფელ ჩანადირთკარის მიმართულებით 10,5კმ სიგრძის საშუალო წნევის გაზსადენი აშენდა, რის შედეგადაც სოფელში მცხოვრებ 155 პოტენციურ აბონენტს საშუალება მიეცა ჩაერთოს ბუნებრივი გაზის   ქსელში.

,,ჩვენი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისათვის მნიშვნელოვანია, რომ ოჯახებს ჰქონდეთ შესაძლებლობა ჩაერთონ გაზგამანაწილებელ ქსელში და მოიხმარონ ბუნებრივი აირი. განსაკუთრებით ისეთ რეგიონებში, სადაც მკაცრი კლიმატური პირობებია. სწორედ ამიტომ, ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად ვახორციელებთ გაზიფიცირების სამუშაოებს და 2013 წლიდან ბუნებრივი გაზის ქსელში ჩაერთო 200 ათასი აბონენტი.   2014 წელიდან  კი,  ქსელში დაერთების საფასური 600  ლარიდან 400  ლარამდე  შემცირ  და  მოსახლეობას აქვს საშუალება   ისარგებლოს   გრძელვადიანი უპროცენტო განვადებით- განაცხადა რომეო მიქაუტაძემ

2013 წლიდან დღემდე თიანეთის მუნიციპალიტეტში, კომპანია ,,სოკარ ჯორჯია გაზის მიერ განხორცილებულმა ინვესტიციამ 7 მლნ ლარი შეადგინა. დუშეთის მუნიციპალიტეტის გაზიფიცირებისათვის კი 7,7 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა. აღნიშნულ პერიოდში მცხეთა-მთიანეთის  რეგიონში ბუნებრივი გაზის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა  11 ათასამდე აბონენტს მიეცა. 

მსგავსი სიახლეები

გორში, სენაკში, ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში მცხოვრები 5 ათას 500 ოჯახი ბუნებრივ აირს მიიღებს
„ჩრდილოეთ კავკასია-ამიერკავკასიის“ მაგისტრალურ გაზსადენზე ახალი საჰაერო გადასასვლელი აშენდა
ხანძრის ზონაში მცხოვრებ მოსახლეობის გაზმომარაგებას საფრთხე არ ემუქრება
17 მუნიციპალიტეტში მცხოვრები 17,833 ოჯახის გაზიფიცირებისთვის საჭირო სამუშოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ გაზსაცავის მშენებლობის მიზნით საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა

დღის პოპულარული სიახლეები

კახა კალაძემ ელექტროგადამცემ ხაზზე „ქართლი 2“ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
„გუბაზეული 6 ჰესის“ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარების, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების მიზნით ინტერესთა გამოხატვა ცხადდება
„ტეხურის კასკადის“ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარების, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების მიზნით ინტერესთა გამოხატვა ცხადდება
სალიცენზიო ბლოკებზე გამოცხადებულ ტენდერში საუკეთესო განაცხადებები გამოვლინდა
საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის პროექტის საჯარო განხილვა იწყება

სიახლის გამოწერა

სამინისტრო

კანონმდებლობა

ინვესტორი გვერდი

ენერგეტიკა

მედია ცენტრი

საჯარო ინფორმაცია

სტრუქტურა
მინისტრი
მოადგილეები
დეპარტამენტები
მინისტრის მრჩევლები
სსიპ
პოლიტიკა და სტრატეგია
ვაკანსია
ელექტროენერგია
ნავთობი / გაზი
ლიცენზიები / ნებართვები
სხვა
ინტერესთა გამოხატვა
მიმოხილვა
პოტენციალი
პერსპექტიული პროექტები
პოტენციური ჰესები რუკა და ფასების სახელმძღვანელო
მემორანდუმები
ელექტროენერგია
ნავთობი
გაზი
ახალი ამბები
პუბლიკაციები
პრეზენტაციები
ბიბლიოთეკა
დოკუმენტები
ტენდერები
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
საჯარო ინფორმაცია
საკადრო უზრუნველყოფა
სახელმწიფო შესყიდვები
სამართლობრივი აქტები
ბიუჯეტი
სტატისტიკა
სხვა
© 2013 ყველა უფლება დაცულია - საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო