maps maps
maps maps
homeministry of energy legislation investor page energy media center public information links
გაზი
ოთხშაბათი, 11 ოქტომბერი, 2017 | 09:10

გორში, სენაკში, ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში მცხოვრები 5 ათას 500 ოჯახი ბუნებრივ აირს მიიღებს

262
ნახვა

საქართველოს მთავრობის სხდომაზე  მოწონებულ იქნა  პროექტი, რომლის თანახმადაც  სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით 5,500-მდე აბონენტი გაზიფიცირდება. 2017 წლის 3 აგვისტოს №1626 განკარგულებაში შეტანილი ცვლილების მიხედვით  გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოები გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თერგვისში, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის დაბა ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ წალენჯიხაში განხორციელდება.

 

„ჩვენ კარგად გვესმის ჩვენი მოსახლეობის საჭიროებები და გვესმის რამდენად მნიშვნელოვანია მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით ენერგომატარებლებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. ბოლო 5 წლის განმავლობაში  სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაზიფიცირების სამუშაოებისათვის 100 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო. მთელი ქვეყნის მასშტაბით, რეგიონებში მცხოვრებ ოჯახებს მიეცათ შესაძლებლობა ჩაერთონ გაზგამანაწილებელ ქსელში და მოიხმარონ ბუნებრივი აირი.“ - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრის მოდგილემ რომეო მიქაუტაძემ.

 

მიმდინარე წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან  47 მილიონი ლარია გამოყოფილი საქართველოს მასშტაბით 35 ათასამდე ოჯახისათვის გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო/სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად. გაზიფიცირების სამუშაოებს შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ახორციელებს.

 

შეგახსენებთ, 2013-2016 წლებში, საქართველოს მასშტაბით, გაზიფიცირდა 200 ათასამდე აბონენტი. ასევე, 2014-2015 წლებში ბუნებირვი აირის ქსელში ჩაერთო ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე 58 სოფლის 13,459 ოჯახი. 

მსგავსი სიახლეები

დაბა სიონის და სოფელ ჩანადირთკარის გაზიფიცირება დასრულდა
„ჩრდილოეთ კავკასია-ამიერკავკასიის“ მაგისტრალურ გაზსადენზე ახალი საჰაერო გადასასვლელი აშენდა
ხანძრის ზონაში მცხოვრებ მოსახლეობის გაზმომარაგებას საფრთხე არ ემუქრება
17 მუნიციპალიტეტში მცხოვრები 17,833 ოჯახის გაზიფიცირებისთვის საჭირო სამუშოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ გაზსაცავის მშენებლობის მიზნით საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა

დღის პოპულარული სიახლეები

შპს "ყაზტრანსგაზი" გაზის უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველყოფის მიზნით აბონენტების ინდივიდუალურ შემოწმებას იწყებს
ენერგეტიკული კომპანიები ხანძრის კერების ლიკვიდაციაში აქტიურად მონაწილეობენ
ქართულ-იტალიურ ბიზნეს-ფორუმი
განახლებადი ენერგიების განვითარების სამოქმედო გეგმაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ილია ელოშვილი „ეკონომიკური პოლიტიკის ადვოკატირების კოალიციის“ კონფერენციას დაესწრო

სიახლის გამოწერა

სამინისტრო

კანონმდებლობა

ინვესტორი გვერდი

ენერგეტიკა

მედია ცენტრი

საჯარო ინფორმაცია

სტრუქტურა
მინისტრი
მოადგილეები
დეპარტამენტები
მინისტრის მრჩევლები
სსიპ
პოლიტიკა და სტრატეგია
ვაკანსია
ელექტროენერგია
ნავთობი / გაზი
ლიცენზიები / ნებართვები
სხვა
ინტერესთა გამოხატვა
მიმოხილვა
პოტენციალი
პერსპექტიული პროექტები
პოტენციური ჰესები რუკა და ფასების სახელმძღვანელო
მემორანდუმები
ელექტროენერგია
ნავთობი
გაზი
ახალი ამბები
პუბლიკაციები
პრეზენტაციები
ბიბლიოთეკა
დოკუმენტები
ტენდერები
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
საჯარო ინფორმაცია
საკადრო უზრუნველყოფა
სახელმწიფო შესყიდვები
სამართლობრივი აქტები
ბიუჯეტი
სტატისტიკა
სხვა
© 2013 ყველა უფლება დაცულია - საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო