maps maps
maps maps
homeministry of energy legislation investor page energy media center public information links
ვიზიტი
ოთხშაბათი, 27 სექტემბერი, 2017 | 10:50

„ასპენის ენერგეტიკული სამიტი“

326
ნახვა

ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი რუმინეთის ქალაქ პლოიეშტში  „Aspen Energy Summit”-ში მონაწილეობს. კონფერენცია რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა მიჰაი ტუდოსემ გახსნა. ასევე, მოხსენებები გააკეთეს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ენერგეტიკის საკითხებში მაროშ შეფჩოვიჩმა და რუმინეთის საგარეო საქმეთა და ენერგეტიკის მინისტრებმა.

„ვინაიდან, ენერგეტიკა კვლავ რჩება ეკონომიკის მამოძრავებელ მთავარ ძალად, ის გამოწვევები და გადაწყვეტილებები რაც თან ახლავს ენერგეტიკული ბაზრისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებას შავი ზღვისა და კასპიის რეგიონში, ჩვენი პოლიტიკის მთავარ მიმართულებად რჩება.  მიზანშეწონილად მიგვაჩნია ხაზი გავუსვათ ისეთ საერთაშორისო ენერგეტიკული პროექტების მნიშვნელობას, როგორიცაა „თეთრი ნაკადი“ და ტრანსკასპიური მილსადენი. ჩვენ განვიხილავთ მათ, როგორც სამხრეთ გაზის დერეფნის სატრანზიტო პოტენციალის გაფართოებისათვის აუცილებელ დამატებით პროექტებს. ეს პროექტები საშუალებას მოგვცემს ევროპაში  გავიტანოთ გაზის დიდი მოცულობები, კერძოდ, „თეთრი ნაკადი“ გახსნის ახალ შესაძლებლობებს  აღმოსავლეთ დაცენტრალური ევროპის ქვეყნებთან დასაკავშირებლად.

მინდა აღვნიშნო საქართველოსა და რუმინეთს შორის შესანიშნავი მთავრობათაშორისი თანამშრომლობა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს თანამშრომლობა გაგრძელდება იგივე ინტენსივობით, რათა მოხდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პოზიციების კონსოლიდირება „თეთრი ნაკადი“-სა და ტრანსკასპიურიმილსადენის პროექტების შემდგომი განვითარებისათვის, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და ენერგო წყაროების დივერსიფიკაციის მაღალ ხარისხს“ -განაცხადა ილია ელოშვილმა.

პოლიტიკოსებთან ერთად, კონფერენციაში ექსპერტები, ანალიტიკოსები, მედიისა და  კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ. სამიტის ფარგლებში მონაწილეები განიხილავენ რუმინეთში კონკურენტული ენერგეტიკული  ბაზრის ჩამოყალიბებასა და შავი ზღვა-კასპიის რეგიონის ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავებასთან დაკავშირებულ საკითხებს. წელს, Aspen Institute Romania-ს გადაწყვეტილებით, ღონისძიებას ქალაქი პლოიეშტი მასპინძლობს, რადგან იგი მსოფლიოში პირველი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შექმნიდან 160 წლის თავს აღნიშნავს.

კონფერენციის ფარგლებში ასევე, დაგეგმილია საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის ორმხრივი შეხვედრები ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან  ენერგეტიკის საკითხებში მაროშ შეფჩოვიჩთან,რუმინეთის ენერგეტიკის მინისტრთან  ტომა პეტსუსთან და მოლდოვის ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან ოქტავიან კალმაკთან.

მსგავსი სიახლეები

ნორვეგიის სამეფომ ენერგეტიკის დარგში 4 მლნ დოლარის საგრანტო პროგრამა დაამტკიცა
ილია ელოშვილი კონფერენციაში ,,Oil & Gas Turkmenistan 2017”-ში მონაწილეობს
„საუკუნის კონტრაქტის“ ხელშეკრულების გაგრძელების ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია
ევრაზიული ფორუმი „ყაზენერჯი-2017“ „მომავლის ენერგიის შექმნა“
4წლიანი პაუზის შემდეგ საქართველო-უკრაინის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა მიმდინარეობს

დღის პოპულარული სიახლეები

შპს "ყაზტრანსგაზი" გაზის უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველყოფის მიზნით აბონენტების ინდივიდუალურ შემოწმებას იწყებს
ენერგეტიკული კომპანიები ხანძრის კერების ლიკვიდაციაში აქტიურად მონაწილეობენ
ქართულ-იტალიურ ბიზნეს-ფორუმი
განახლებადი ენერგიების განვითარების სამოქმედო გეგმაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ილია ელოშვილი „ეკონომიკური პოლიტიკის ადვოკატირების კოალიციის“ კონფერენციას დაესწრო

სიახლის გამოწერა

სამინისტრო

კანონმდებლობა

ინვესტორი გვერდი

ენერგეტიკა

მედია ცენტრი

საჯარო ინფორმაცია

სტრუქტურა
მინისტრი
მოადგილეები
დეპარტამენტები
მინისტრის მრჩევლები
სსიპ
პოლიტიკა და სტრატეგია
ვაკანსია
ელექტროენერგია
ნავთობი / გაზი
ლიცენზიები / ნებართვები
სხვა
ინტერესთა გამოხატვა
მიმოხილვა
პოტენციალი
პერსპექტიული პროექტები
პოტენციური ჰესები რუკა და ფასების სახელმძღვანელო
მემორანდუმები
ელექტროენერგია
ნავთობი
გაზი
ახალი ამბები
პუბლიკაციები
პრეზენტაციები
ბიბლიოთეკა
დოკუმენტები
ტენდერები
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
საჯარო ინფორმაცია
საკადრო უზრუნველყოფა
სახელმწიფო შესყიდვები
სამართლობრივი აქტები
ბიუჯეტი
სტატისტიკა
სხვა
© 2013 ყველა უფლება დაცულია - საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო