maps maps
maps maps
homeministry of energy legislation investor page energy media center public information links
გაზი
ხუთშაბათი, 03 აგვისტო, 2017 | 09:15

17 მუნიციპალიტეტში მცხოვრები 17,833 ოჯახის გაზიფიცირებისთვის საჭირო სამუშოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება

872
ნახვა

საქართველოს მთავრობის სხდომაზე, მოწონებული იქნა საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა 17 მუნიციპალიტეტის 74 სოფელი, საიდანაც 55 სოფელში განხორციელდება გაზიფიცირებისთვის საჭირო სრული სამუშაოები, ხოლო 19 სოფელში გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოები.

სამუშაოების შედეგად საქართველოში დამატებით 17,833 ოჯახი შეძლებს ისარგებლოს ბუნებრივი აირით.

საქართველოს მთავრობამ შეისწავლა ადგლობრივი მოსახლეობის საჭიროებები და ენერგომატარებლებზე ხელმისაწვდომობის ამაღლებისა და   საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, 74 სოფელში მცხოვრები ოჯახების გაზიფიცირებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 27 მლნ ლარი გამოიყოფა.

განკარგულების მიხედვით გაზიფიცირების სამუშაოები განხორციელდება შემდეგ სოფლებში: ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლების: დისველი, ტანძია, აკაურთა, ძეძვნარიანი, ფოცხვერიანი და იწრია გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესრულება, ასევე, სოფლების: მამხუტი, ქვემო და ზემო არქევანი, ხატავეთი და გეტა გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოების შესრულება; დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელი პატარა დმანისი გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესრულება; გორის მუნიციპალიტეტის სოფლების: ქვახვრელი, სკრა და უფლისციხის გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების შესრულება, სოფელი ახალხიზა გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესრულება, ასევე, სოფელი ხიდისთავი გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოების შესრულება;ვანის მუნიციპალიტეტის სოფლების: ზედა გორას და ზედა ბზვანი გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესრულება;ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელი ალავერდი გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების შესრულება; ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელი შამგონა გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესრულება; თელავის მუნიციპალიტეტის სოფლების: ფშაველი, ლალისყური და ლაფანყური გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების შესრულება; ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლების: დავითიანი, შეერთება, ქვემო გურგენიანი, ზემო გურგენიანი, ზემო ხიზა და ხიზაბავრა გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოების შესრულება; კასპის მუნიციპალიტეტის სოფლების: თელიანი და დოესი გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების შესრულება, ხოლო სოფლების: გარიყულა, სასირეთი და თელათგორის აგარაკების გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესრულება; ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლების: ლესას და ქვემო და ზემო ჩიბათი გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოების შესრულება; მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელი მუხათგვერდი გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების შესრულება; ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ასკანა გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების შესრულება; საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელი უჯარმა გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების შესრულება; სენაკის მუნიციპალიტეტის სოფლების: შუა ნოსირი, თეკლათი, საგვარამიო, ახალსოფელი და ნოსირი გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების შესრულება, ასევე, სოფლების: გეჯეთი, ძველი სენაკი, ზედა სორტა და ქვედა სორტა გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოების შესრულება; მუნიციპალიტეტის სოფელი ბუკისციხე გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების შესრულება; ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების: პატარა ფლევი, ნაცარგორა, დიდი ფლევი, ტკოცა, ზემო ბროლოსანი, ქვემო ბროლოსანი, კლდისწყარო, წეღვერი, ტიტვინისწყარო, ზემო აძვისი, ნაბახტევი, მცხეთიჯვარი, უწლევი, ალი, ბრილი, ქინძათი, ახალუბანი, დუმაცხოვი და კლდისწყარო გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესრულება.

სოფლების გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო/სამშენებლო სამუშაოებს შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ განახორციელებს.

შეგახსენებთ, რომ ყოველწლიურად საქართველოს მთავრობა 20 მილიონი ლარით აფინანსებს გაზიფიცირების სამუშაოებს. მიმდინარე წლის დამტკიცებული გეგმის მიხედვით, გაზიფიცირების სამუშაოები უკვე დაგეგმილია 34 სოფელში, სადაც ქსელში ჩართვის შესაძლებლობა 11ათას ოჯახს მიეცემა.

2013-2017წლებში, საქართველოს მასშტაბით, გაზიფიცირდა 200 ათასზე მეტი აბონენტი. ასევე, 2014-2015წლებში ბუნებირვი აირის ქსელში ჩაერთო ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე 58 სოფლის 13,459 ოჯახი. გაზიფიცირების სამუშაოებზე განხორციელებულმა ინვესტიციამ 253 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

მსგავსი სიახლეები

გორში, სენაკში, ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში მცხოვრები 5 ათას 500 ოჯახი ბუნებრივ აირს მიიღებს
„ჩრდილოეთ კავკასია-ამიერკავკასიის“ მაგისტრალურ გაზსადენზე ახალი საჰაერო გადასასვლელი აშენდა
ხანძრის ზონაში მცხოვრებ მოსახლეობის გაზმომარაგებას საფრთხე არ ემუქრება
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ გაზსაცავის მშენებლობის მიზნით საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა
კასპის მუნიციპალიტეტის 4 სოფლის გაზიფიცირება დასრულდა

დღის პოპულარული სიახლეები

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ გაზსაცავის მშენებლობის მიზნით საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა
ელექტროგადამცემი ხაზების ”სენაკი 1 და 2” რეაბილიტაცია იწყება
მინისტრის შეხვედარა უცხოელ ინვესტორებთან
„საქსტატი“ და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო ენერგეტიკული მონაცემთა ერთიან ბაზას შეიმუშავებენ
„სნოსწყალის ჰესის“ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარების, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების მიზნით ინტერესთა გამოხატვა ცხადდება

სიახლის გამოწერა

სამინისტრო

კანონმდებლობა

ინვესტორი გვერდი

ენერგეტიკა

მედია ცენტრი

საჯარო ინფორმაცია

სტრუქტურა
მინისტრი
მოადგილეები
დეპარტამენტები
მინისტრის მრჩევლები
სსიპ
პოლიტიკა და სტრატეგია
ვაკანსია
ელექტროენერგია
ნავთობი / გაზი
ლიცენზიები / ნებართვები
სხვა
ინტერესთა გამოხატვა
მიმოხილვა
პოტენციალი
პერსპექტიული პროექტები
პოტენციური ჰესები რუკა და ფასების სახელმძღვანელო
მემორანდუმები
ელექტროენერგია
ნავთობი
გაზი
ახალი ამბები
პუბლიკაციები
პრეზენტაციები
ბიბლიოთეკა
დოკუმენტები
ტენდერები
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
საჯარო ინფორმაცია
საკადრო უზრუნველყოფა
სახელმწიფო შესყიდვები
სამართლობრივი აქტები
ბიუჯეტი
სტატისტიკა
სხვა
© 2013 ყველა უფლება დაცულია - საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო