maps maps
maps maps
homeministry of energy legislation investor page energy media center public information links
შეხვედრა
ხუთშაბათი, 13 ივლისი, 2017 | 10:10

ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია - "საქართველოს ევროპული გზა" მიმდინარეობს

192
ნახვა

ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი ბათუმში, მე-14  საერთაშორისო კონფერენციაში, ,,საქართველოს ევროპული გზა -რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა“ მონაწილეობს. კონფერენციას ესწრებიან ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი მაროშ შევჩოვიჩი და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ვაზილ ჰუდაკი. კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.   

„როგორც მოგეხსენებათ, 2017 წლის მაისიდან საქართველო „ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულების“ სრულუფლებიანი ხელშემკვრელი მხარე გახდა. ეს გარდამტეხი მოვლენა,  ევროკავშირის ენერგეტიკული კანონმდებლობასთან საქართველოს მარეგულირებელი სივრცის თანმიმდევრული ჰარმონიზაციის მეშვეობით აახლოებს ქვეყანას ევროკავშირთან.  „ენერგეტიკულ გაერთიანებაში“ გაწევრიანება გულისხმობს რეფორმების ახალი რაუნდის წამოწყებას, რასაც საქართველო მიესალმება. ამ მხრივ მინდა ხაზი გავუსვა ევროკავშირის დახმარებას, განსაკუთრებით გამოვყოფ ევროკავშირის დახმარების პროგრამა -EU4Energy-ს, რომელიც ხელს შეუწყობს ენერგეტიკის სფეროში რეფორმების დღის წესრიგის შეუფერხებლად განხორციელებას. პირველი წლის სამუშაო პროგრამა მიზნად ისახავს საჭირო სამართლებრივი დოკუმენტების შემუშავებაში დახმარებას, რომელიც წინაპირობაა მარეგულირებელი რეფორმების განხორციელებისა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისათვის, ასევე დადებითად იმოქმედებს ენერგეტიკულ უსაფრთხოებისა და ენერგოეფექტურობის ხარისხის ამაღლებაზე. ევროპელი ექსპერტები საქართველოს დაეხმარებიან ენერგეტიკული სექტორის  სწორი მიმართულებით  განვითარებაში“. -განაცხადა ილია ელოშვილმა.

მინისტრმა, ასევე,  ისაუბრა საქართველოს პრიორიტეტებისა და პოტენციალის შესახებ რომელიც, განახლებადი ენერგიების ათვისების, ენერგოეფექტურობის ამაღლების, აღმოსავლეთ-დასავლეთ  და ჩრდილოეთ-სამხრეთ ენერგეტიკული დერეფნების განვითარებისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებით გააჩნია. კონფერენციის ფრგლებში ხელი მოეწერება ვარდნილის და ენგურის ჰიდროსადგურების რეაბილიტაციისთვის დამატებით 3,5 მილიონი ევროთი დაფინანსებას.

 

მსგავსი სიახლეები

სამუშაო შეხვედრა-,,ბიომასის ენერგიის გამოყენების შესაძლებლობები საქართველოში“
შეხვედრა ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში
შეხვედრა კორეის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციასთან
შეხვედრა ევროპის საინვესტიციო ბანკის პირველ ვიცე-პრეზიდენტთან
„კონკურენტულ ბაზარზე ორმხრივი ვაჭრობის შესახებ“ სამუშაო შეხვედრა გაიმართა

დღის პოპულარული სიახლეები

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ გაზსაცავის მშენებლობის მიზნით საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა
ტრანს-ანატოლიური მილსადენის მშენებლობა.
VIIB სალიცენზიო ბლოკზე ახალი საინვესტიციო პროგრამა იწყება
ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო განცხადებას ავრცელებს
სამუშაო შეხვედრა-,,ბიომასის ენერგიის გამოყენების შესაძლებლობები საქართველოში“

სიახლის გამოწერა

სამინისტრო

კანონმდებლობა

ინვესტორი გვერდი

ენერგეტიკა

მედია ცენტრი

საჯარო ინფორმაცია

სტრუქტურა
მინისტრი
მოადგილეები
დეპარტამენტები
მინისტრის მრჩევლები
სსიპ
პოლიტიკა და სტრატეგია
ვაკანსია
ელექტროენერგია
ნავთობი / გაზი
ლიცენზიები / ნებართვები
სხვა
ინტერესთა გამოხატვა
მიმოხილვა
პოტენციალი
პერსპექტიული პროექტები
პოტენციური ჰესები რუკა და ფასების სახელმძღვანელო
მემორანდუმები
ელექტროენერგია
ნავთობი
გაზი
ახალი ამბები
პუბლიკაციები
პრეზენტაციები
ბიბლიოთეკა
დოკუმენტები
ტენდერები
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
საჯარო ინფორმაცია
საკადრო უზრუნველყოფა
სახელმწიფო შესყიდვები
სამართლობრივი აქტები
ბიუჯეტი
სტატისტიკა
სხვა
© 2013 ყველა უფლება დაცულია - საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო