maps maps
maps maps
homeministry of energy legislation investor page energy media center public information links
შეხვედრა
ორშაბათი, 19 ივნისი, 2017 | 05:00

თბილისში „ევროპული მდგრადი ენერგეტიკის კვირეული 2017“ ტარდება

1335
ნახვა

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ილია ელოშვილმა  და ქალაქ თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ „მდგრადი ენერგეტიკის კვირეული“ გახსნეს.

ყოველწლიური კვირეული ენერგეტიკის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიისა და არასამთავრობო ორგანიზაცია ენერგოეფექტურობის ცენტრის ერთობლივი ეგიდით იმართება.

ღონისძიებაზე ისაუბრეს ენერგეტიკის მდგრადი განვითარებისა და ენერგოეფექტურობის საკითხებზე.

ევროპული მდგრადი ენერგეტიკის ყოველწლიური კვირეული ქვეყნის მასშტაბით,  ევროკავშირის ,,მერების შეთანხმების“ ფარგლებში ტარდება.  „მერების შეთანხმების“  ხელმომწერია  საქართველოს 14 მუნიციპალიტეტი.

,,მერების შეთანხმება“ არის ევროკავშირის ფართომასშტაბიანი ინიციატივა, რომელიც ინიცირებულ იქნა 2008 წელს ევროკავშირის მიერ კლიმატისა და ენერგეტიკული პაკეტის მიღების შემდეგ. ,,მერების შეთანხმება“ აერთიანებს ადგილობრივ და რეგიონულ მთავრობებს, რომლებიც ნებაყოფლობით იღებენ ვალდებულებას გააუმჯობესონ ენერგოეფექტურობა და გაზარდონ  განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენება მათ დაქვემდებარებაში მყოფ ტერიტორიებზე. შეთანხმების ხელმომწერი ქალაქები მიზნად ისახავენ CO2-ის ემისიების შემცირებას 2020 წლისათვის მინიმუმ 20%-ით და ამით თავიანთი წვლილი შეაქვთ მწვანე, დაბალემისიანი ეკონომიკის განვითარებასა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაში.

თბილისი იყო პირველი დედალაქი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, რომელიც 2010 წელს შეუერთდა ამ ინიციატივას. 

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო წარმოადგნენ „მერების შეთანხმების“ ეროვნულ კოორდიანტორებს და მხარს უჭერენ ,,მერების შეთანხმების“ ხელმომწერი ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებს დასახული მიზნების შესრულებაში.

მსგავსი სიახლეები

ევროკავშირის ენერგოეფექტურობის დირექტივებთან დაახლოების მიზნით პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ენერგეტიკის სამინისტროსა და მოლდოვეთის მწვანე კლიმატის ფონდს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის” ფარგლებში ენერგეტიკული პანელი გაიმართა
საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმირების ხელშეწყობის მიზნით პოლიტიკური დისკუსია გაიმართა
შეხვედრა რუმინეთის ელჩთან

დღის პოპულარული სიახლეები

.
ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ აჭარაში მშენაბარე ჰესები დაათვალიერა
USAID -მა ახალი პროექტის დაწყების შესახებ განაცხადა
ახალი მომხმარებლის ბუნებრივი გაზის ქსელზე მიერთების პროცედურები
ენერგეტიკის მინისტრმა დაბა ჩაქვში მიმდინარე გაზიფიცირების სამუშაოები დაათვალიერა

სიახლის გამოწერა

სამინისტრო

კანონმდებლობა

ინვესტორი გვერდი

ენერგეტიკა

მედია ცენტრი

საჯარო ინფორმაცია

მოადგილეები
დეპარტამენტები
სსიპ
პოლიტიკა და სტრატეგია
ელექტროენერგია
ნავთობი / გაზი
ლიცენზიები / ნებართვები
სხვა
ინტერესთა გამოხატვა
მიმოხილვა
პოტენციალი
პერსპექტიული პროექტები
პოტენციური ჰესები რუკა და ფასების სახელმძღვანელო
მემორანდუმები
ელექტროენერგია
ნავთობი
გაზი
ახალი ამბები
პუბლიკაციები
პრეზენტაციები
ბიბლიოთეკა
დოკუმენტები
ტენდერები
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
საჯარო ინფორმაცია
საკადრო უზრუნველყოფა
სახელმწიფო შესყიდვები
სამართლობრივი აქტები
ბიუჯეტი
სტატისტიკა
სხვა
© 2013 ყველა უფლება დაცულია - საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო