maps maps
maps maps
homeministry of energy legislation investor page energy media center public information links
გაზი
ოთხშაბათი, 03 მაისი, 2017 | 05:30

პანკისის ხეობაში 18 სოფლის გაზიფიცირება დასრულდა

150
ნახვა
ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბენდელიანმა,„სოკარ ჯორჯია გაზი“-ის დირექტორმა აზერ მამადოვმა და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებმა, პანკისის ხეობაში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ საკობიანოში ახლად აშენებული გაზგამანაწილებელი ქსელი დაათვალიერეს და სოფლის ცენტრში ჩირაღდანი აანთეს.
სოფელ საკობიანოში განხორციელებული გაზიფიცირების სამუშაოების შედეგად, ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა აქვს 209 ადგილობრივ ოჯახს.
პანკისის ხეობაში სულ გაზიფიცირდა 18 სოფელში მცხოვრები  2 715  აბონენტი. 
შ.პ.ს „გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ საქართველოს მთავრობის დავალებით, ახმეტის მუნიციპალიტეტის 18 სოფლის სრული გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს 2016 წლიდან ახორციელებს. ამ პერიოდში აშენდა 167,5 კმ გაზსადენი. 
სამუშაოები სახელმიწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და ფაქტიურმა ღირებულებამ შეადგინა ‎6 243 818 ლარი.
გაზგამანაწილებელი ქსელის ექსპლუატაციას კომპანია „სოკარ-ჯორჯია გაზი“ განახორციელებს.
ამასთან, შეგახსენებთ, რომ 2014წელს, ბუნებრივი გაზის ქსელზე მიერთების ტარიფი 600-დან 400 ლარამდე შემცირდა. მოქალაქეებს შემცირებული ტარიფის გადახდა 25 ლარიანი პორციებით 16 თვის განმავლობაში შეუძლიათ. მომსახურების ღირებულებაში შედის ბუნებრივი გაზის ერთი წერტილის მოწყობა.

მსგავსი სიახლეები

კასპის მუნიციპალიტეტის 4 სოფლის გაზიფიცირება დასრულდა
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელი ქვედა საზანო გაზიფიცირდა
ენერგეტიკის განვითარების სტრატეგიის დოკუმენტის განხილვა გრძელდება
ჩაჩავას ქუჩაზე მდებარე დევნილთა დასახლების გაზიფიცირება დასრულდა
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, წელს 11 000- ზე მეტი აბონენტი გაზიფიცირდება

დღის პოპულარული სიახლეები

ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო განცხადებას ავრცელებს
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ”ყაზტრანსგაზ-თბილისის” თანამშრომლებს დროებითი მმართველის კანდიდატურა გააცნო
"სურები 2 ჰესის" - ის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარების, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების მიზნით ინტერესთა გამოხატვა ცხადდება
ენერგეტიკის მინისტრი "საქრუსენერგოს“ რებრენდინგის პრეზენტაციას დაესწრო
ილია ელოშვილმა ,,შუახევიჰესის’’ მშენელლობა დაათვალიერა.

სიახლის გამოწერა

სამინისტრო

კანონმდებლობა

ინვესტორი გვერდი

ენერგეტიკა

მედია ცენტრი

საჯარო ინფორმაცია

სტრუქტურა
მინისტრი
მოადგილეები
დეპარტამენტები
მინისტრის მრჩევლები
სსიპ
პოლიტიკა და სტრატეგია
ვაკანსია
ელექტროენერგია
ნავთობი / გაზი
ლიცენზიები / ნებართვები
სხვა
ინტერესთა გამოხატვა
მიმოხილვა
პოტენციალი
პერსპექტიული პროექტები
პოტენციური ჰესები რუკა და ფასების სახელმძღვანელო
მემორანდუმები
ელექტროენერგია
ნავთობი
გაზი
ახალი ამბები
პუბლიკაციები
პრეზენტაციები
ბიბლიოთეკა
დოკუმენტები
ტენდერები
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
საჯარო ინფორმაცია
საკადრო უზრუნველყოფა
სახელმწიფო შესყიდვები
სამართლობრივი აქტები
ბიუჯეტი
სტატისტიკა
სხვა
© 2013 ყველა უფლება დაცულია - საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო