maps maps
maps maps
homeministry of energy legislation investor page energy media center public information links
შეხვედრა
ოთხშაბათი, 22 მარტი, 2017 | 07:35

შეხვედრა საფრანგეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებთან

247
ნახვა

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის რეაბილიტაციის მმართველი სულხან ზუმბურიძე, საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და საქართველოში საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდნენ.

საუბარი შეეხო მთავრობის პოლიტიკას ენერგეტიკის სფეროში, ძირითად მიმდინარე პროექტებსა და ფრანგულ კომპანიებთან თანამშრომლობას.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებაზე და აღინიშნა, რომ საქართველო ჰიდროელექტრო წარმოების მნიშვნელოვან პოტენციალს ფლობს.

საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მისია განვითრებად ქვეყნებში კერძო ინვესტიციების ზრდის და ათასწლეულის განვითარების მიზნების (MDG) მიღწევის ხელშეწყობაა.

ორ ქვეყანას შორის თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა ურთიერთობა 2014 წლის 13 მაისს, საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის საქართველოში ვიზიტის შემდეგ, რომლის დროსაც გაჟღერდა საფრანგეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება, საქართველოში საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) ოფისის გახსნის თაობაზე. საფრანგეთის განვითარების სააგენტო პროდუქტიულად თანამშრომლობს ქართულ მხარესთან ისეთ პრიორიტეტულ სფეროებში, როგორიცაა ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა, მდგრადი განვითარება, ენერგეტიკა და ტურიზმი.

საფრანგეთის განვითარების სააგენტო შედის AFD ჯგუფში, რომელიც ახორციელებს საფრანგეთის სახელმწიფოს ოფიციალურ მხარდაჭერას დაახლოებით 90 ქვეყანაში და გააჩნია დაახლოებით 70 ადგილობრივი წარმომადგენლობითი ოფისი და ბიურო.

 

მსგავსი სიახლეები

შეხვედრა გერმანიის ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან
შეხვედრა ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორთან
შეხვედრა რუმინეთის ელჩთან
თბილისში EU4ENERGY-ის მმართველობის პროექტის რეგიონული ოფისი გაიხსნა
პირველი ეროვნული ენერგოეფექტურობის სამოქმედო გეგმის პროექტის სამუშაო შეხვედრა

დღის პოპულარული სიახლეები

„დოლრაჰესი 3“ -ის ტექნიკურ ეკონომიკური კვლევის ჩატარების, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების მიზნით ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა
კახა კალაძემ ჰიდროელექტროსადგური „ხადორი 2“ მოინახულა
შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან
კახა კალაძე ბაქოში „სამხრეთ გაზის დერეფნის“ საკოორდინაციო საბჭოს მინისტერიალში მონაწილეობს
ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს სატენდერო განცხადება

სიახლის გამოწერა

სამინისტრო

კანონმდებლობა

ინვესტორი გვერდი

ენერგეტიკა

მედია ცენტრი

საჯარო ინფორმაცია

სტრუქტურა
მინისტრი
მოადგილეები
დეპარტამენტები
მინისტრის მრჩევლები
სსიპ
პოლიტიკა და სტრატეგია
ვაკანსია
ელექტროენერგია
ნავთობი / გაზი
ლიცენზიები / ნებართვები
სხვა
ინტერესთა გამოხატვა
მიმოხილვა
პოტენციალი
პერსპექტიული პროექტები
პოტენციური ჰესები რუკა და ფასების სახელმძღვანელო
მემორანდუმები
ელექტროენერგია
ნავთობი
გაზი
ახალი ამბები
პუბლიკაციები
პრეზენტაციები
ბიბლიოთეკა
დოკუმენტები
ტენდერები
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
საჯარო ინფორმაცია
საკადრო უზრუნველყოფა
სახელმწიფო შესყიდვები
სამართლობრივი აქტები
ბიუჯეტი
სტატისტიკა
სხვა
© 2013 ყველა უფლება დაცულია - საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო