maps maps
maps maps
homeministry of energy legislation investor page energy media center public information links
შეხვედრა
პარასკევი, 10 მარტი, 2017 | 06:00

თბილისში EU4ENERGY-ის მმართველობის პროექტის რეგიონული ოფისი გაიხსნა

595
ნახვა

ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილე კატარინა მატერნოვა  და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დირექტორმა  იანეს კოპაჩმა EU4ENERGY-ის მმართველობის  პროექტის რეგიონული ოფისი გახსნეს.  რეგიონული ოფისი კოორდინაციას გაუწევს პროექტის ღონისძიებებს, რომლებიც მიზნად ისახავს სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში ენერგეტიკასთან დაკავშირებული საკანონმდებლო და სარეგულაციო ბაზის გაუმჯობესებას. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადაფინანსებასა და განხორციელებაზე პასუხისმგებელნი არიან "ენერგეტიკული გაერთიანებისა" და "ენერგეტიკული ქარტიის" სამდივნოები. 

EU4Energy-ის მმართველობის კომპონენტი 6.8 მილიონი ევროს ღირებულების პროგრამაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის. იგი წარმოადგენს EU4Energy-ის უფრო ფართო, 21 მილიონი ევროს მოცულობის ინიციატივის ნაწილს, რომელიც ასევე ფარავს ცენტრალური აზიის ქვეყნებს. EU4Energy-ის მმართველობის პროექტის მიზანია საკანონმდებლო და სარეგულაციო გარემოს განვითარება და საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესება საკვანძო ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის პროექტებისთვის. მეორე რეგიონული ოფისი, რომელიც ბელარუსს, მოლდოვასა და უკრაინას მოემსახურება, კიევში იმუშავებს.

,,მოგეხსენებათ, რომ ევროკავშირის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს წევრ       ქვეყნებს შორის  რეგიონალური თანამშრომლობის მაღალი ხარისხი ყველა სფეროში, რომელიც ენერგეტიკის სექტორში კონკურენციის პრინციპზე მოქმედი ერთიანი ბაზრის შექმნას გულისხმობს, სადაც მნიშვნელოვანია ენერგეტიკული რესურსის მიწოდების უსაფრთხოება, ხოლო მისი გარანტი კი  სოლიდარობის პრინციპის საყოველთაო აღიარებაა. ასევე, ყველა თანხმდება, რომ მომავალი ენერგეტიკა და ეკონომიკის დარგები დაეფუძნოს სუფთა, განახლებადი ენერგიების მზარდ გამოყენებას, ენერგოეფექტურობის წახალისებასა და დაბალემისიებიანი ენერგეტიკული და ეკონომიკური ღონისძიებების განხორციელებას“-განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები

ენერგოეფექტურობის საკითხებზე საერთაშორისო დონის საგანმანათლებლო პროგრამას რეგიონში პირველად საქართველო მასპინძლობს
ენერგეტიკულ სამიტი ,,Argus 2017“
ენერგეტიკის სამინისტროსა და ყაზახურ კომპანია „Quazar“-ს შორის მემორნაუდმი გაფორმდა
შეხვედრა კომპანია „Quazar“ -ის წარმომადგენლებთან
შეხვედრა ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან

დღის პოპულარული სიახლეები

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ გაზსაცავის მშენებლობის მიზნით საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა
მინისტრის შეხვედარა უცხოელ ინვესტორებთან
ელექტროგადამცემი ხაზების ”სენაკი 1 და 2” რეაბილიტაცია იწყება
„საქსტატი“ და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო ენერგეტიკული მონაცემთა ერთიან ბაზას შეიმუშავებენ
17 მუნიციპალიტეტში მცხოვრები 17,833 ოჯახის გაზიფიცირებისთვის საჭირო სამუშოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება

სიახლის გამოწერა

სამინისტრო

კანონმდებლობა

ინვესტორი გვერდი

ენერგეტიკა

მედია ცენტრი

საჯარო ინფორმაცია

სტრუქტურა
მინისტრი
მოადგილეები
დეპარტამენტები
მინისტრის მრჩევლები
სსიპ
პოლიტიკა და სტრატეგია
ვაკანსია
ელექტროენერგია
ნავთობი / გაზი
ლიცენზიები / ნებართვები
სხვა
ინტერესთა გამოხატვა
მიმოხილვა
პოტენციალი
პერსპექტიული პროექტები
პოტენციური ჰესები რუკა და ფასების სახელმძღვანელო
მემორანდუმები
ელექტროენერგია
ნავთობი
გაზი
ახალი ამბები
პუბლიკაციები
პრეზენტაციები
ბიბლიოთეკა
დოკუმენტები
ტენდერები
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
საჯარო ინფორმაცია
საკადრო უზრუნველყოფა
სახელმწიფო შესყიდვები
სამართლობრივი აქტები
ბიუჯეტი
სტატისტიკა
სხვა
© 2013 ყველა უფლება დაცულია - საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო