maps maps
maps maps
homeministry of energy legislation investor page energy media center public information links
ელექტროენერგია
ხუთშაბათი, 14 მაისი, 2015 | 12:50

EBRD ქარის პირველი ელექტროსადგურის „ქართლის“ დაფინანსებას განიხილავს

3746
ნახვა
ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, საქართველოს ენერგეტიკის განვითრების ფონდის დირექტორმა გიორგი ბეჟუაშვილმა, რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ენერგეტიკისა და ბუნევირვი რესურსების აღმასრულებელმა დირექტორმა რიკარდო პულიტმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის  ენერგეტიკისა და ბუნებირვი რესურსების მმართველმა  ცენტრალურ აზიასა და რუსეთში აიდა სიტდიკოვამ  ქარის ელექტროსადგურის პროექტზე თანამშრომლობის დოკუმენტს მოაწერეს ხელი.
დოკუმენტი გულისხმობს საქართველოს ენერგეტიკის განვითარების  ფონდსა და ევროპის რეკონსტრუქციის განვითრების ბანკს შორის კონკრეტულ თანამშრომლობას ქარის ელექტროსადგურის „ქართლის“  პროექტის დაფინანსების შესახებ.
ევროპის რეკონსტრუქციის განვითრების ბანკი განიხილავს პროექტის 25 მლნ დოლარით დაფინანსებას.სესხის მიზანია, საქართველოში აშენდეს და ოპერირებდეს ქარის ელექტროსადგური.
პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 35 მლნ აშშ დოლარამდეა, დადგმული სიმძლავრე 20 მგვტ, ხოლო სავარაუდო წლიური გამომმუშავება 87 მლნ კლვტ-სთ.
რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ენერგეტიკისა და ბუნევირვი რესურსების აღმასრულებელმა დირექტორმა რიკარდო პულიტმა  განაცხადა: „საქარათველოს აქვს წარმატება ქვეყნის შიგნით განახლებადი ენერგიების განვითრების მიმართულებით, რაც ამცირებს წიაღისეული საწვავით  გამომუშავებული ელექტრო ენერგიის იმპორტს  საქართველოში. ეს მნიშვნელოვანია, როგორც ენერგეტიკული უსაფრთხოების მიმართულებით ასევე კლიმატის ცვლილების კუთხით. 312 მლნ დოლარის  საქართველოს ჰიდრო რესურსებში ინვესტირების შემდეგ, ჩვენ ვიმედოვნებთ ახალი განახლებადი ენერგიით - ქარით - ინვესტორების დაინტერესებას.“
ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა:“ჩვენ მივესალმებით  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერას საქართველოში პირველი ქარის ელექტროსადგურის პროექტზე. ეს პროექტი ასევე პირველია  ქარის ენერგიის მიმართულებით კავკასიის რეგიონში,   რომელზეც ევროპისა და რეკონსტრუქციის განვითარების  ბანკი აიღებს ვალდებულებას. ქარის ელექტროსადგურის პროექტი მხარდაჭერილია საქართველოს მთავრობის სტრატეგიის მიერ, რომელიც  გულისხმობს  დაბალ ემისიებიანი გამომუშავებული ელექტროენერგიის განვითარების ხელშეწყობას. ქარის ელექტროსადგური   ხელს შეუწყობს, ჩვენი ქვეყნის,    ელექტოენერგიაზე  სეზონური მოთხოვნის   დაფარვას ზამთრის პერიოდში. დღეიდან, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი, ენერგოეფექტურობისა და ალტერნატიური ენერგიის წყაროების სამმართველო  და EBRD აქტიურად თანამშრომლობენ ქარის ელექტროსადგურის პროექტზე.“
მთლიანობაში, EBRD-ს საქართველოს ეკონომიკაში 2 მლრდ 600  მლნ დოლარის ინვესტიცია აქვს განხორციელებული, საიდანაც 20% ენერგეტიკაზე მოდის.  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითრების ბანკმა  312 მლნ დოლარამდე ინვესტიცია საქართველოს განახლებადი ენერგიების ათვისებისთვის განახორციელა, კიდევ 210 მლნ დოლარის ინვესტიცია  ელექტროგადამცემი ხაზებისა და ქვესადგურების მშენებელობასა და რეაბილიტციაში ჩადო.  აღნიშნულმა პროექტებმა საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის ექსპორტს შეუწყო ხელი და მოიზიდა კერძო ინვესტორები.

დღის პოპულარული სიახლეები

USAID -მა ახალი პროექტის დაწყების შესახებ განაცხადა
ბრიფინგი 12.11.2015
დასუფთავების აქცია ქვესადგურში “გლდანი 220”
„ხანი2 ჰესის“ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარების, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების მიზნით ინტერესთა გამოხატვა ცხადდება
ჰიდროელექტროსადგური „ხელედულა 3“ -ის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, ფლობის და ოპერირების მიზნით მემორანდუმი გაფორმდა

სიახლის გამოწერა

სამინისტრო

კანონმდებლობა

ინვესტორი გვერდი

ენერგეტიკა

მედია ცენტრი

საჯარო ინფორმაცია

მოადგილეები
დეპარტამენტები
სსიპ
პოლიტიკა და სტრატეგია
ელექტროენერგია
ნავთობი / გაზი
ლიცენზიები / ნებართვები
სხვა
ინტერესთა გამოხატვა
მიმოხილვა
პოტენციალი
პერსპექტიული პროექტები
პოტენციური ჰესები რუკა და ფასების სახელმძღვანელო
მემორანდუმები
ელექტროენერგია
ნავთობი
გაზი
ახალი ამბები
პუბლიკაციები
პრეზენტაციები
ბიბლიოთეკა
დოკუმენტები
ტენდერები
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
საჯარო ინფორმაცია
საკადრო უზრუნველყოფა
სახელმწიფო შესყიდვები
სამართლობრივი აქტები
ბიუჯეტი
სტატისტიკა
სხვა
© 2013 ყველა უფლება დაცულია - საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო