maps maps
maps maps
homeministry of energy legislation investor page energy media center public information links
გაზი
ოთხშაბათი, 31 დეკემბერი, 2014 | 09:40

ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ თამარაშენს დღეიდან ბუნებრივი აირი მიეწოდება

3449
ნახვა

ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკისმინისტრი კახა კალაძე, შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, საქართველოს გაზისა და ტრანსპორტირები სკომპანიის გენერალური დირექტორი მამუკა კობახიძე, კომპანიასოკარ ჯორჯია გაზისწარმომადგენლები ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფხაზთან მდებარე ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარაშენში გაზიფიცირების სამუშაოების დასრულებას დაესწრნენ.

სოფელი თამარაშენი ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფხაზთან მდებარე სოფლების გაზიფიცირების სახელმწიფო პროექტის ფარგლებში გაზიფიცირდა. სოფლის სრული გაზიფიცირებისთვის მოეწყო 10 კილომეტრამდე საშუალო და  დაბალი წნევის გაზსადენი , თითოეულ ოჯახში დამონტაჟდა ბუნებრივი აირის აღრიცხვის კვანძი, რის შემდეგაც თამარაშენში მცხოვრები 206 ოჯახი ბუნებრივ აირს მოიხმარს.

პროექტის ფარგლებში ქარელის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშოები უკვე დასრულებულია ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე14 სოფელში: ფცა, ქვემო შაქშაქეთი, ავლევი, კნოლები, ცერონისი, ჭვირნისი, კოდა, გულიკაანთ უბანი, ატოცი , დვანო, თამარაშენი, ღორიეთი და აბანო. სულ გაზიფიცირდება 1 802 კომლი, სამუშაოებზე დაიხარჯა 2 მლნ 300 ათას ლარზე მეტი.

საქართველოს მასშტაბით ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების გაზიფიცირების სახელმიწიფო პროექტი 2014 წელს დაიწყო. პროექტის განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 19 მლნ ლარის გამოიყო. გაზიფიცირების სამუშაოები ტარდება გორის, ქარელის,კასპის, ხაშურის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების 58 სოფელში. სოფლების სრული გაზიფიცირებისთვის საჭირო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება და 58 სოფლის  13,000 ოჯახი ბუნებრივ აირს მიიღებს.

სოფლების მოსახლეობას სახლებში ბუნებრივ აირს უფასოდ მიუყვანენ. გაზიფიცირების სამუშაოებს საქართველოს გაზისა და ტრანსპორტირების კომპანია კონტრაქტორ კომპანიებთან ახორციელებს.

მსგავსი სიახლეები

დაბა სიონის და სოფელ ჩანადირთკარის გაზიფიცირება დასრულდა
გორში, სენაკში, ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში მცხოვრები 5 ათას 500 ოჯახი ბუნებრივ აირს მიიღებს
„ჩრდილოეთ კავკასია-ამიერკავკასიის“ მაგისტრალურ გაზსადენზე ახალი საჰაერო გადასასვლელი აშენდა
ხანძრის ზონაში მცხოვრებ მოსახლეობის გაზმომარაგებას საფრთხე არ ემუქრება
17 მუნიციპალიტეტში მცხოვრები 17,833 ოჯახის გაზიფიცირებისთვის საჭირო სამუშოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება

დღის პოპულარული სიახლეები

.
„მტკვრის კასკადი 4 ჰესის“ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარების, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების მიზნით ინტერესთა გამოხატვა ცხადდება
ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა კახა კალაძემ ახალი მოადგილეები წარადგინა
ჰიდროელექტროსადგური „ხელედულა 3“ -ის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, ფლობის და ოპერირების მიზნით მემორანდუმი გაფორმდა
კახა კალაძემ და „სოკარის“ პრეზიდენტმა როვგან აბდულაევმა ბოლნისის რაიონის სოფელ ტალავერში ახლადაშენებული გაზსადენი გახსნეს

სიახლის გამოწერა

სამინისტრო

კანონმდებლობა

ინვესტორი გვერდი

ენერგეტიკა

მედია ცენტრი

საჯარო ინფორმაცია

მოადგილეები
დეპარტამენტები
სსიპ
პოლიტიკა და სტრატეგია
ელექტროენერგია
ნავთობი / გაზი
ლიცენზიები / ნებართვები
სხვა
ინტერესთა გამოხატვა
მიმოხილვა
პოტენციალი
პერსპექტიული პროექტები
პოტენციური ჰესები რუკა და ფასების სახელმძღვანელო
მემორანდუმები
ელექტროენერგია
ნავთობი
გაზი
ახალი ამბები
პუბლიკაციები
პრეზენტაციები
ბიბლიოთეკა
დოკუმენტები
ტენდერები
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
საჯარო ინფორმაცია
საკადრო უზრუნველყოფა
სახელმწიფო შესყიდვები
სამართლობრივი აქტები
ბიუჯეტი
სტატისტიკა
სხვა
© 2013 ყველა უფლება დაცულია - საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო