maps maps
maps maps
homeministry of energy legislation investor page energy media center public information links
გაზი
სამშაბათი, 23 დეკემბერი, 2014 | 08:55

„ყაზტრანსგაზ თბილისში“ ცხელი ხაზი ამოქმედდა

2602
ნახვა
ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, „ყაზტრანსგაზ თბილისის“ სპეციალურ მმართველთან გია ბენაშვილთან ერთად კომპანიის ცხელი ხაზის ამოქმედების ღონისძიებას დაესწრო.

ცხელი ხაზის საშუალებით, რომლის ნომერია 2 40 40 04 კომპანიის აბონენტები ბუნებრივი აირის მიწოდებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე უმოკლეს ვადებში მიიღებენ ამომწურავ ინფორმაციას,  პარალელურად შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისში“ ფუნქციონირებას იწყებს კონფიდენციალური ტელეფონიც 2 20 04 04, სადაც აბონენტებს ანონიმურად შეეძლებათ გამოხატონ თავიანთი გულისტკვივილი ან პრეტენზია კონკრეტული თანამშრომლის მიმართ ან სამართალდარღვევის ფაქტზე კომპანია დაუყოვნებლივ რეაგირებას მოახდენს ცხელ ხაზზე შემოსულ ნებისმიერ პრობლემაზე, რომელიც აბონენტებს შეექმნებათ. 

კომპანიის ცხელი ხაზი წარმოადგენს შუამავალ რგოლს აბონენტსა და კომპანიის სხვა სამსახურებს შორის, მისი მიზანია მაქსიმალურად იყოს დაცული აბონენტის უფლებები და ოპერატიულად გადაწყდეს ნებისმიერი პრობლემა, რომელიც აბონენტს შეექმნება. მომსახურების ხარისხის ამაღლება ასევე ითვალისწინებს აბონენტებისათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდებას, განხილვას და გადაწყვეტის ორგანიზებას.

ცხელ ხაზში დასაქმებდა სულ 16 თანამშრომელი: მენეჯერი და თხუთმეტი ოპერატორი (სათაო ოფისში იმუშავებენ: მენეჯერი და ოთხი ოპერატორი, 11 ოპერატორი კი ზარებს შესაბამის ბიზნესცენტრებში უპასუხებენ), რომლებსაც გავლილი აქვთ სპეციალური ტრენინგი. ცხელ ხაზზე მოქმედებს სპეციალური პროგრამა, რომელიც საშუალებას იძლევა ჩაიწეროს და დაარქივდეს მოსახლეობიდან შემოსული ზარები.

დღესვე, კომპანიამ კიდევ ერთი სიახლე შესთავაზა მომხმარებლებს. რიგის მართვის თანამედროვე სისტემით აღჭურვილი მოქალაქეთა მისაღები  გაზიფიცირების მსურველთ მოემსახურება. ახალი სერვისით სარგებლობა მოქალაქეებს შეეძლებათ როგორც ცენტრალურ ოფისში, ასევე რაიონულ ბიზნეს-ცენტრებში სამუშაო დღეებში, დილის 09:00-დან 18:00-მდე.

მსგავსი სიახლეები

დაბა სიონის და სოფელ ჩანადირთკარის გაზიფიცირება დასრულდა
გორში, სენაკში, ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში მცხოვრები 5 ათას 500 ოჯახი ბუნებრივ აირს მიიღებს
„ჩრდილოეთ კავკასია-ამიერკავკასიის“ მაგისტრალურ გაზსადენზე ახალი საჰაერო გადასასვლელი აშენდა
ხანძრის ზონაში მცხოვრებ მოსახლეობის გაზმომარაგებას საფრთხე არ ემუქრება
17 მუნიციპალიტეტში მცხოვრები 17,833 ოჯახის გაზიფიცირებისთვის საჭირო სამუშოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება

დღის პოპულარული სიახლეები

"კოხი ჰესის" - ის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარების, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების მიზნით ინტერესთა გამოხატვა ცხადდება
ნავთობის და გაზის სახელმწიფო სააგენტო განცხადებას ავრცელებს
„გუბაზეული 6 ჰესის“ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარების, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების მიზნით ინტერესთა გამოხატვა ცხადდება
.
შუახევიჰესის მშენებლობა დასრულდა

სიახლის გამოწერა

სამინისტრო

კანონმდებლობა

ინვესტორი გვერდი

ენერგეტიკა

მედია ცენტრი

საჯარო ინფორმაცია

მოადგილეები
დეპარტამენტები
სსიპ
პოლიტიკა და სტრატეგია
ელექტროენერგია
ნავთობი / გაზი
ლიცენზიები / ნებართვები
სხვა
ინტერესთა გამოხატვა
მიმოხილვა
პოტენციალი
პერსპექტიული პროექტები
პოტენციური ჰესები რუკა და ფასების სახელმძღვანელო
მემორანდუმები
ელექტროენერგია
ნავთობი
გაზი
ახალი ამბები
პუბლიკაციები
პრეზენტაციები
ბიბლიოთეკა
დოკუმენტები
ტენდერები
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
საჯარო ინფორმაცია
საკადრო უზრუნველყოფა
სახელმწიფო შესყიდვები
სამართლობრივი აქტები
ბიუჯეტი
სტატისტიკა
სხვა
© 2013 ყველა უფლება დაცულია - საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო