maps maps
maps maps
homeministry of energy legislation investor page energy media center public information links
გაზი
სამშაბათი, 02 დეკემბერი, 2014 | 09:05

სოციალურად დაუცველ ოჯახებს ზამთრის პერიოდში გადაუხდელობის მიზეზით გაზმომარაგება აღარ შეუწყდებათ.

1827
ნახვა

 ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, ქალაქ რუსთავის მერი დავით ჯიქია, ქალაქ რუსთავის საკრებულის თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი რამინ ისმაილოვი    და  კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის“  წარმომადგნლები ქალაქ რუსთავში მცხოვრებ  სოციალურად დაუცველ ავალიშვილების მრავალშვილიან ოჯახს ესტუმრნენ და  სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის შეღავათების ახალი პროექტის დეტალები გააცნეს.
საქართველოს მასშტაბით,  „სოკარ ჯორჯია გაზის“ აბონენტებს, რომლებიც სოციალურად დაუცველი ოჯახის სტატუსით სარგებლობენ, ზამთრის პერიოდში გადაუხდელობის მიზეზით გაზმომარაგება აღარ შეუწყდებათ,  ხოლო დაგროვილ დავალიანებას ეტაპობრივად დაფარავენ.
ამასთან, სოციალურად დაუცველი ოჯახები „სოკარ ჯორჯია გაზისგან“ დამატებითი სერვისებითაც  უფასოდ ისარგებლებენ.
იმ შემთხვევაში, თუ სოციალურად დაუცველთა კატეგორიას მიკუთვნებული ოჯახი მიიჩნევს, რომ მათი ბუნებრივი გაზის აღრიცხვის კვანძი გამართულად არ მუშაობს ან ბინებში დამონტაჟებული გაზის გამათბობლების/გაზზე მომუშავე წყლის გამაცხელებლების გამართულობაში ეჭვი ეპარებათ, შეუძლიათ წერილობით მიმართონ „სოკარ ჯორჯია გაზს“.  კომპანიის  თანამშრომლები ადგილზე შეამოწმებენ აღრიცხვიანობის სისტემას და უსასყიდლოდ აღმოფხვრიან  ხარვეზს.
ანალოგიურ შეღავათებს მოსახლეობას სთავაზობს კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“, რაც ნიშნავს რომ რეგიონების მსგავსად, თბილისში მცხოვრები ყველა სოციალურად დაუცველი ოჯახი  შეძლებს ზამთარში დაგროვილი დავალიანების ეტაპობრივად გადახდას , ხოლო ბუნებრივი გაზის აღრიცხვიანობის სისტემა უსასყიდლოდ მოუწესრიგდებათ.
მხოლოდ ქვემო ქართლში  სოციალურად დაუცველთა კატეგორიას ამჟამად 12 000 ოჯახი მიეკუთვნება, თბილისში კი ამავე სტატუსით 25 000-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს.

მსგავსი სიახლეები

დაბა სიონის და სოფელ ჩანადირთკარის გაზიფიცირება დასრულდა
გორში, სენაკში, ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში მცხოვრები 5 ათას 500 ოჯახი ბუნებრივ აირს მიიღებს
„ჩრდილოეთ კავკასია-ამიერკავკასიის“ მაგისტრალურ გაზსადენზე ახალი საჰაერო გადასასვლელი აშენდა
ხანძრის ზონაში მცხოვრებ მოსახლეობის გაზმომარაგებას საფრთხე არ ემუქრება
17 მუნიციპალიტეტში მცხოვრები 17,833 ოჯახის გაზიფიცირებისთვის საჭირო სამუშოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება

დღის პოპულარული სიახლეები

ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო განცხადებას ავრცელებს
საქართველოს ენერგეტიკული სტრატეგია 2016-2025 ( ელექტროენერგეტიკის ნაწილი)
.
„ტეხურის კასკადის“ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარების, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების მიზნით ინტერესთა გამოხატვა ცხადდება
საქართველოში პირველი ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა დასრულებულია

სიახლის გამოწერა

სამინისტრო

კანონმდებლობა

ინვესტორი გვერდი

ენერგეტიკა

მედია ცენტრი

საჯარო ინფორმაცია

მოადგილეები
დეპარტამენტები
სსიპ
პოლიტიკა და სტრატეგია
ელექტროენერგია
ნავთობი / გაზი
ლიცენზიები / ნებართვები
სხვა
ინტერესთა გამოხატვა
მიმოხილვა
პოტენციალი
პერსპექტიული პროექტები
პოტენციური ჰესები რუკა და ფასების სახელმძღვანელო
მემორანდუმები
ელექტროენერგია
ნავთობი
გაზი
ახალი ამბები
პუბლიკაციები
პრეზენტაციები
ბიბლიოთეკა
დოკუმენტები
ტენდერები
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
საჯარო ინფორმაცია
საკადრო უზრუნველყოფა
სახელმწიფო შესყიდვები
სამართლობრივი აქტები
ბიუჯეტი
სტატისტიკა
სხვა
© 2013 ყველა უფლება დაცულია - საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო