maps maps
maps maps
homeministry of energy legislation investor page energy media center public information links
განცხადებები
სამშაბათი, 17 ივნისი, 2014 | 10:50

სს "ენერგო–პრო ჯორჯია" განცხადებას ავრცელებს

3970
ნახვა

2014 წლის 15 ინვისს მთელი დღის განმავლობაში ელექტროენერგია შეუფერხებლად მიეწოდებოდა სს ენერგო–პრო ჯორჯიას ყველა აბონენტს. 22:40 საათზე კომპანიაში შემოვიდა შეტყობინება სამტრედიის რაიონის სოფელ ბაშში, შპს ტერექსი 21-ის საკუთრებაში არსებულ 0,4 კვ ძალოვან კაბელზე ცეცხლის გაჩენის შესახებ. კომპანიის ტექნიკური ბრიგადა მაშინვე გავიდა დაზიანების ადგილზე, განახორციელა სარემონტო სამუშაოები და 23:25 საათზე მოახდინა დენის მიწოდების აღდგენა. შესაბამისად, ელექტროენერგია მალევე აღუდგა სოფელ ბაშში არსებულ #3 საარჩევნო უბანსაც, სადაც ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა გამოიწვია ძალოვან კაბელზე შექმნილმა ავარიულმა სიტუაციამ.

 

22:15 საათზე ელექტროენერგიის მიწოდების 10 წუთიანი წყვეტა დაფიქსირდა ოზურგეთის რაიონის #8 უბანზე, რისი მიზეზიც გახლდათ საარჩევნო უბნის შენობაში გამანაწილებელ ქსელში დაფიქსირებული ფაზის უკონტაქტობა. შეტყობინების მიღების თანავე, ენერგო–პრო ჯორჯიას ბრიგადა გავიდა ადგილზე და რამდენიმე წუთში მოახდინა პრობლემის ლიკვიდაცია, შესაბამისად ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა.

 

აგრეთვე, 2 წუთიანი წყვეტა დაფიქსირდა 22:00 საათზე ჩოხატაურის რაიონის სოფელი სურების #32 უბანზე. აღნიშნული საარჩევნო უბანი არჩევნების პერიოდში მიერთებული იყო ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გარე-განათების მრიცხველზე. 22:00 საათისთვის ავტომატური ამომრთველი აღნიშნულ მრიცხველზე გამოირთო, რამაც გამოიწვია ელექტროენერგიის მიწოდების წყვეტა. თუმცა, ენერგო–პრო ჯორჯიას თანამშრომლებმა დროულად მოახდინეს აღნიშნული პრობლემის გადაჭრა და უბანს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა 2 წუთში.

 

სხვა მხრივ, სს ენერგო–პრო ჯორჯიას ქსელში ელექტროენერგიის მიწოდების თვალსაზრისით შეფერხებას არ ჰქონდა ადგილი.

მსგავსი სიახლეები

.
ევროკომისიამ საქართველოს ენერგოსექტორში ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა
ენერგეტიკული კომპანიები ხანძრის კერების ლიკვიდაციაში აქტიურად მონაწილეობენ
ნავთობის და გაზის სახელმწიფო სააგენტო განცხადებას ავრცელებს
კახა კალაძემ საზოგადოებას 5 წლიანი მოღვაწეობის ანგარიში წარუდგინა ენერგეტიკული (რ)ევოლუცია

დღის პოპულარული სიახლეები

.
„მტკვრის კასკადი 4 ჰესის“ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარების, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების მიზნით ინტერესთა გამოხატვა ცხადდება
ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა კახა კალაძემ ახალი მოადგილეები წარადგინა
ჰიდროელექტროსადგური „ხელედულა 3“ -ის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, ფლობის და ოპერირების მიზნით მემორანდუმი გაფორმდა
ენერგეტიკის მინისტრი "საქრუსენერგოს“ რებრენდინგის პრეზენტაციას დაესწრო

სიახლის გამოწერა

სამინისტრო

კანონმდებლობა

ინვესტორი გვერდი

ენერგეტიკა

მედია ცენტრი

საჯარო ინფორმაცია

მოადგილეები
დეპარტამენტები
სსიპ
პოლიტიკა და სტრატეგია
ელექტროენერგია
ნავთობი / გაზი
ლიცენზიები / ნებართვები
სხვა
ინტერესთა გამოხატვა
მიმოხილვა
პოტენციალი
პერსპექტიული პროექტები
პოტენციური ჰესები რუკა და ფასების სახელმძღვანელო
მემორანდუმები
ელექტროენერგია
ნავთობი
გაზი
ახალი ამბები
პუბლიკაციები
პრეზენტაციები
ბიბლიოთეკა
დოკუმენტები
ტენდერები
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
საჯარო ინფორმაცია
საკადრო უზრუნველყოფა
სახელმწიფო შესყიდვები
სამართლობრივი აქტები
ბიუჯეტი
სტატისტიკა
სხვა
© 2013 ყველა უფლება დაცულია - საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო