maps maps
maps maps
homeministry of energy legislation investor page energy media center public information links
შეხვედრა
პარასკევი, 28 ნოემბერი, 2014 | 17:50

კომპანია „თელასმა“ ახალი ბიზნესცენტრი „დიღომი“ გახსნა

2792
ნახვა
ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, „ინტერ რაოს“ ცენტრალურ აზიასა და ამიერკავკასიაში აქტივების მართვის ბლოკის ხელმძღვანელი დიმიტრი ვოლკოვი და „თელასის“ გენერალური დირექტორი სერგეი კობცევი ბიზნეს-ცენტრის „დიღომი“ გახსნას დაესწრნენ.

ახალი ბიზნეს ცენტრი, რომელიც 33 ათასამდე აბონენტს მოემსახურება,  აბონენტთა მომსახურების ცენტრის „დიდი დიღომის“ და ამც „დიდუბის“ ნაწილის გაერთიანებით შეიქმნა. 

აბონენტებს ბიზნეს ცენტრში შეუძლიათ მიიღონ ნებისმიერი ინფორმაცია ელექტრომომარაგებასთან და ელექტროენერგიის საფასურის გადახდასთან დაკავშირებით. ამავე შენობაში განთავსებულია საექსპლოატაციო სამსახური, რომელიც ოპერატიულად მოახდენს რეაგირებას ნებისმიერი სახის ტექნიკურ პრობლემაზე. ბიზნეს ცენტრის მისამართია აკ. ბაქრაძის ქ. №15, დიღმის ხიდის მიმდებარე ტერიტორია.

მართვის ეფექტურობის გაუმჯობესების და აბონენტთა მომსახურების ხარისხის  ამაღლების მიზნით , სს „თელასი“ ახორციელებს  ბიზნეს ცენტრებისა და აბონენტთა მომსახურების ცენტრების ოპტიმიზაციას. ეს პროცესი გაზაფხულზე დაიaწყო და  2013 წლის ბოლოს დასრულდება. მთლიანობაში თბილისის მასშტაბით „თელასის“ 10 ბიზნეს ცენტრი იფუნქციონირებს, სადაც აბონენტებს ინფორმაციულ და ტექნიკურ მომსახურებას გაუწევენ.
     
ამ დროისთვის დედაქალაქში უკვე 7 ბიზნეს ცენტრი მოქმედებს: „ვაკე-ვერა“, „საბურთალო“, „მთაწმინდა-კრწანისი“, „დიდუბე-ჩუღურეთი“, „გლდანი“, „ისანი“, „დიღომი“. წლის ბოლომდე თბილისში „თელასის“ კიდევ სამი ბიზნეს ცენტრი „სამგორი“, „ვარკეთილი“ და  „ნაძალადევი“  გაიხსნება.

მსგავსი სიახლეები

ევროკავშირის ენერგოეფექტურობის დირექტივებთან დაახლოების მიზნით პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ენერგეტიკის სამინისტროსა და მოლდოვეთის მწვანე კლიმატის ფონდს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის” ფარგლებში ენერგეტიკული პანელი გაიმართა
საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმირების ხელშეწყობის მიზნით პოლიტიკური დისკუსია გაიმართა
შეხვედრა რუმინეთის ელჩთან

დღის პოპულარული სიახლეები

“ხობიჰესი-2”-ის მშენებლობა იწყება
ენერგეტიკოსის დღე
ენერგეტიკული ქარტიის კონფერენციის მინისტერიალის 26-ე შეხვედრა
სამხრეთ კავკასიის მილსადენის გაფართოების პროექტის ფარგლებში საკომპრესორო სადგური შენდება
„საქართველოს ენეგეტიკის განვითარების ფონდი“ საკონსულტაციო დღეებს აცხადებს

სიახლის გამოწერა

სამინისტრო

კანონმდებლობა

ინვესტორი გვერდი

ენერგეტიკა

მედია ცენტრი

საჯარო ინფორმაცია

მოადგილეები
დეპარტამენტები
სსიპ
პოლიტიკა და სტრატეგია
ელექტროენერგია
ნავთობი / გაზი
ლიცენზიები / ნებართვები
სხვა
ინტერესთა გამოხატვა
მიმოხილვა
პოტენციალი
პერსპექტიული პროექტები
პოტენციური ჰესები რუკა და ფასების სახელმძღვანელო
მემორანდუმები
ელექტროენერგია
ნავთობი
გაზი
ახალი ამბები
პუბლიკაციები
პრეზენტაციები
ბიბლიოთეკა
დოკუმენტები
ტენდერები
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
საჯარო ინფორმაცია
საკადრო უზრუნველყოფა
სახელმწიფო შესყიდვები
სამართლობრივი აქტები
ბიუჯეტი
სტატისტიკა
სხვა
© 2013 ყველა უფლება დაცულია - საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო