maps maps
maps maps
homeministry of energy legislation investor page energy media center public information links
შეხვედრა
შაბათი, 14 დეკემბერი, 2013 | 17:45

USAID -მა ახალი პროექტის დაწყების შესახებ განაცხადა

3623
ნახვა
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) „ჰიდროგენერაციისა და ენერგეტიკის დაგეგმვის პროექტის“ (HPEP) პრეზენტაციას დაესწრო. 
პროექტის ფარგლებში,  USAID-ი „საქართველოს ჰიდროენერგეტიკული ბაზრის მოდელი 2015“-ის (GEMM 2015) დოკუმენტს შეიმუშავებს, ასევე ენერგეტიკის სამინისტროს ეროვნული ენერგეტიკული პოლიტიკისა და სტრატეგიის დამუშავების პროცესში მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს.

HPEP-ის განხორციელებით აშშ-ს მთავრობა ხელს შეუწყობს საქართველოს მონაწილეობას ენერგეტიკის რეგიონალურ და საერთაშორისო ვაჭრობაში, ქვეყნის ენერგეტიკულ დამოუკიდებლობასა და სტაბილურობას.
USAID-ი აგრძელებს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას ჰიდროენერგეტიკაში კერძო ინვესტიციების სტიმულირებისთვის. HPEP-ი USAID-ის „ჰიდროენერგეტიკაში ინვესტიციების ხელშეწყობის პროექტის“ (HIPP) შემდგომი პროექტია. 

გასულ წელს ენერგეტიკის სამინისტროსა და USAID-ს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ითვალისწინებს ელექტროენერგიის ბაზრის ახალი მოდელის შემუშავებას. აგრეთვე მომზადდა სექტორის SWOT ანალიზი, რომელიც საფუძვლად დაედება ახალი სტრატეგიის დოკუმენტს.
ახალი რეალობების და საჭიროებების გათვალისწინებით, ბაზრის მოდერნიზება ხელს შეუწყობს ჰიდროენერგეტიკის დარგში კერძო სექტორის განვითარებას, ტრანს-სასაზღვრო ვაჭრობის ხელშეწყობას, საინვესტიციო რისკების შემცირების მექანიზმების დახვეწას.
მოდელზე მუშაობა 2014 წლის ბოლომდე დასრულდება, ხოლო მისი დანერგვა ეტაპობრივად უკვე 2015 წლიდან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ევროკავშირის ენერგოეფექტურობის დირექტივებთან დაახლოების მიზნით პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ენერგეტიკის სამინისტროსა და მოლდოვეთის მწვანე კლიმატის ფონდს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის” ფარგლებში ენერგეტიკული პანელი გაიმართა
საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმირების ხელშეწყობის მიზნით პოლიტიკური დისკუსია გაიმართა
შეხვედრა რუმინეთის ელჩთან

დღის პოპულარული სიახლეები

კახა კალაძემ და „სოკარის“ პრეზიდენტმა როვგან აბდულაევმა ბოლნისის რაიონის სოფელ ტალავერში ახლადაშენებული გაზსადენი გახსნეს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელი ქვედა საზანო გაზიფიცირდა
ენერგეტიკის სამინისტროს განცხადება
კომპანია „თელასმა“ ახალი ბიზნესცენტრი „დიღომი“ გახსნა
შეხვედრა EIB-ის ვეცე-პრეზიდენტთან.

სიახლის გამოწერა

სამინისტრო

კანონმდებლობა

ინვესტორი გვერდი

ენერგეტიკა

მედია ცენტრი

საჯარო ინფორმაცია

მოადგილეები
დეპარტამენტები
სსიპ
პოლიტიკა და სტრატეგია
ელექტროენერგია
ნავთობი / გაზი
ლიცენზიები / ნებართვები
სხვა
ინტერესთა გამოხატვა
მიმოხილვა
პოტენციალი
პერსპექტიული პროექტები
პოტენციური ჰესები რუკა და ფასების სახელმძღვანელო
მემორანდუმები
ელექტროენერგია
ნავთობი
გაზი
ახალი ამბები
პუბლიკაციები
პრეზენტაციები
ბიბლიოთეკა
დოკუმენტები
ტენდერები
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
საჯარო ინფორმაცია
საკადრო უზრუნველყოფა
სახელმწიფო შესყიდვები
სამართლობრივი აქტები
ბიუჯეტი
სტატისტიკა
სხვა
© 2013 ყველა უფლება დაცულია - საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო