maps maps
maps maps
homeministry of energy legislation investor page energy media center public information links
შეხვედრა
ორშაბათი, 15 ივლისი, 2013 | 20:05

ილია ელოშვილმა პარლამენტის მიერ ვეტოს დაძლევა დადებითად შეაფასა

2035
ნახვა
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ილია ელოშვილმა პარლამენტის მიერ „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ კანონპროექტზე ვეტოს დაძლევასთან დაკავშირებით განცხადება დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. 
„სამწუხაროდ პრეზიდენტმა უარი განაცხადა აღნიშნულ ცვლილებაზე ხელი მოეწერა და საქართველოს პარლამენტს თავისი შენიშვნები წარუდგინა. შენიშვნა ითვალისწინებდა ამ ცვლილების ამოქმედებას მიმდინარე წლის საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ. ჩვენ ერთად შევძლებთ, რომ სემეკი იყოს ძლიერი, აპოლიტიკური, დამოუკიდებელი, სამართლიანი და კომპეტენტური უწყება და გავაკეთებთ ყველაფერს რათა მას შესწევდეს ქვეყნის ამ მეტად მნიშვნელოვანი დარგის სათანადოდ რეგულირების უნარი“, - განაცხადა ილია ელოშვილმა.

როგორც ცნობილია, პრეზიდენტთან ხელმოსაწერად წარდგენილი ცვლილება ითვალისწინებდა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) წევრთა დანიშვნის უფლებამოსილების პრეზიდენტიდან პრემიერ- მინისტრზე გადაცემას. ცვლილების მიზანია საქართველოში აპოლიტიკური, დამოუკიდებელი, ობიექტური და გამჭვირვალე მარეგულირებელი ინსტიტუტის დამკვიდრება, კომპეტენტური, გამოცდილი და ღირსეული კომისიის წევრების დანიშვნის გზით, რისი სურვილი და უნარიც დღევანდელ ხელისუფლებას ნამდვილად შესწევს. 
აღსანიშნავია, რომ სემეკის ორ წევრს, მათ შორის თავმჯდომარეს უფლებამოსილების ვადა ამ წლის აგვისტოსა და სექტემბერში გასდით.

მსგავსი სიახლეები

ევროკავშირის ენერგოეფექტურობის დირექტივებთან დაახლოების მიზნით პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ენერგეტიკის სამინისტროსა და მოლდოვეთის მწვანე კლიმატის ფონდს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის” ფარგლებში ენერგეტიკული პანელი გაიმართა
საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმირების ხელშეწყობის მიზნით პოლიტიკური დისკუსია გაიმართა
შეხვედრა რუმინეთის ელჩთან

დღის პოპულარული სიახლეები

იმერეთის რეგიონში მდ. ბჟოლის ხევზე ასაშენებელი მარელისი ჰესის“-ს ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარების, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების მიზნით ინტერესთა გამოხატვა ცხადდება
.
კახა კალაძემ სამგორის საბადოს ახლადგაბურღული ჭაბურღილი დაათვალიერა
„ბუნებრივი გაზის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების ათწლიანი გეგმის“ წარდგენა
ევროკომისიამ საქართველოს ენერგოსექტორში ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა

სიახლის გამოწერა

სამინისტრო

კანონმდებლობა

ინვესტორი გვერდი

ენერგეტიკა

მედია ცენტრი

საჯარო ინფორმაცია

მოადგილეები
დეპარტამენტები
სსიპ
პოლიტიკა და სტრატეგია
ელექტროენერგია
ნავთობი / გაზი
ლიცენზიები / ნებართვები
სხვა
ინტერესთა გამოხატვა
მიმოხილვა
პოტენციალი
პერსპექტიული პროექტები
პოტენციური ჰესები რუკა და ფასების სახელმძღვანელო
მემორანდუმები
ელექტროენერგია
ნავთობი
გაზი
ახალი ამბები
პუბლიკაციები
პრეზენტაციები
ბიბლიოთეკა
დოკუმენტები
ტენდერები
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
საჯარო ინფორმაცია
საკადრო უზრუნველყოფა
სახელმწიფო შესყიდვები
სამართლობრივი აქტები
ბიუჯეტი
სტატისტიკა
სხვა
© 2013 ყველა უფლება დაცულია - საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო