maps maps
maps maps
homeministry of energy legislation investor page energy media center public information links
ელექტროენერგია
ოთხშაბათი, 10 ივლისი, 2013 | 20:00

კახა კალაძე კომპანიის „ვარციხე 2005“ ხელმძღვანელობას შეხვდა

4753
ნახვა
სამტრედიის რაიონის სოფელ ბაშში ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ კომპანიის „ვარციხე 2005“ ხელმძღვანელობას შეხვედრა გამართა და სოფლის ტერიტორიაზე არსებული „ვარციხე ჰესი4“ დაათვალიერა. შეხვედრას ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი, კომპანიის დირექტორი ზაზა უფლისაშვილი და „ვარციხე 2005“–ის ამერიკელი მფლობელი „ჯორჯიან ამერიკან ელოისის“ ხელმძღვანელი ველველ ლოზინსკი ესწრებოდნენ.
კომპანია „ვარციხე 2005“ იმერეთის რეგიონში ვარციხის ჰიდროელექტროსადგურების კასკადს ფლობს, რომელშიც გაერთიანებულია 4 ჰესი - "ვარციხეჰესი 1, 2, 3 და 4".
კომპანია სამტრედიის რაიონის სოფელი ბაშში მდებარე „ვარციხეჰესი 4“–ზე სადერივაციო არხის მოწყობას გეგმავს. პროექტი 4 ეტაპად განხორციელდება. პირველ და მეორე ეტაპზე დაგეგმილი სამუშაოების პროქტირება დასრულებულია. უახლოეს მომავალში გამოცხადდება ღია ტენდერი და მშენებელი კომპანია შეირჩევა. ამასთან, პროექტის I და II ეტაპის განხორციელების პარალელურად, კომპანია დანარჩენილ ორ ეტაპზე შესასრულებელი სამუშაოების დაპროექტებას დაიწყებს.

კომპანიის მენეჯმენტის გათვლებით, ახალი სადერივაციო არხი ექსპლუატაციაში  2015 წელს შევა, რომელიც სოფელ ბაშს მდინარე რიონზე წყალმოვარდნების შემთხვევაში დატბორვისგან დაიცავს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 25 მლნ ლარს შეადგენს.
ამასთან, სოფელი ბაშის მოსახლეობის თხოვნით, სოფელში ხუთი საფეხმავლო და საავტომობილო ხიდი აშენდება. ხიდები სოფლის მოსახლეობას მდინარე რიონის მეორე მხარეს მდებარე, სოფლის კუთვნილ მიწებთან დააკავშირებს.
ვარციხის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის დადგმული სიმძლავრე 184 მეგავატს შეადგენს, ხოლო წლიური გამომუშავება საშუალოდ 850 მლნ კვტ.საათს. "ვარციხეჰესი" 1 ექსპლუატაციაში  1976 წელს შევიდა, "ვარციხეჰესი 2" -  1978 წელს, "ვარციხეჰესი 3" -  1980 წელს, ხოლო "ვარციხეჰესი 4" -  1987 წელს.

დღის პოპულარული სიახლეები

USAID -მა ახალი პროექტის დაწყების შესახებ განაცხადა
ბრიფინგი 12.11.2015
„ხანი2 ჰესის“ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარების, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების მიზნით ინტერესთა გამოხატვა ცხადდება
ჰიდროელექტროსადგური „ხელედულა 3“ -ის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, ფლობის და ოპერირების მიზნით მემორანდუმი გაფორმდა
ნავთობის და გაზის სახელმწიფო სააგენტო განცხადებას ავრცელებს

სიახლის გამოწერა

სამინისტრო

კანონმდებლობა

ინვესტორი გვერდი

ენერგეტიკა

მედია ცენტრი

საჯარო ინფორმაცია

მოადგილეები
დეპარტამენტები
სსიპ
პოლიტიკა და სტრატეგია
ელექტროენერგია
ნავთობი / გაზი
ლიცენზიები / ნებართვები
სხვა
ინტერესთა გამოხატვა
მიმოხილვა
პოტენციალი
პერსპექტიული პროექტები
პოტენციური ჰესები რუკა და ფასების სახელმძღვანელო
მემორანდუმები
ელექტროენერგია
ნავთობი
გაზი
ახალი ამბები
პუბლიკაციები
პრეზენტაციები
ბიბლიოთეკა
დოკუმენტები
ტენდერები
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
საჯარო ინფორმაცია
საკადრო უზრუნველყოფა
სახელმწიფო შესყიდვები
სამართლობრივი აქტები
ბიუჯეტი
სტატისტიკა
სხვა
© 2013 ყველა უფლება დაცულია - საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო