maps maps
maps maps
homeministry of energy legislation investor page energy media center public information links
ენერგეტიკა
ნავთობი / გაზი
ლიცენზიის სახეები:
1. ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზია;
2. ნავთობის გადამუშავების ლიცენზია;
3. ბუნებრივი გაზის დამუშავების ლიცენზია;
4. ნავთობის ტრანსპორტირების ლიცენზია;

ლიცენზიის გაცემის წესი
საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ სალიცენზიო ბლოკებზე  ნავთობისა და გაზის ოპერაციების განხორციელების მიზნით, ინვესტორი „ბუნებრივი რესურსების სააგენტოს“ მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობს, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში ხელშეკრულებას „ბუნებივი რესურსების სააგენტოსთან“ აფორმებს.

განაცხადის წარდგენის წესი
ლიცენზიის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა „ბუნებრივი რესურსების სააგენტოში“ შემდეგი სახის განაცხადი უნდა წარადგინოს:
ა) განმცხადებლის სახელი, გვარი და მისამართი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – იურიდიული მისამართი, მმართველი პერსონალის რეკვიზიტები, საგადასახადო ინსპექციაში რეგისტრირებული გადამხდელის საიდენტიფიკაციო კოდი, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – ასევე იურიდიული პირის საქართველოში წარმომადგენლობის რეგისტრაციის ადგილი და რეგისტრაციის ორგანო;
ბ) ყველა იმ პირის სახელი, გვარი და მისამართი, რომელიც ფლობს აქციების 5 ან მეტ პროცენტს ან განმცხადებლის მოგების პროცენტს.
 
განაცხადს უნდა ერთოდეს:
ა) განმცხადებლის მიერ განსახორციელებელი, საქმიანობის ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობის დეტალური აღწერა;
ბ) იმ ტექნოლოგიებისა და მეთოდოლოგიური პროცესების დეტალური აღწერა, რომლებსაც განმცხადებელი გამოიყენებს ქარხანაში ან სატრანსპორტო საშუალებაში;
გ) იმ ნედლეულის ან ნავთობგაზპროდუქტების დეტალური აღწერა, რომლებსაც განმცხადებელი გამოიყენებს ქარხანაში ან სატრანსპორტო საშუალებაში;
დ) ინფორმაცია განმცხადებლის ფინანსური მდგომარეობისა და იმ თანხის წყაროს შესახებ, რომელსაც იგი გამოიყენებს საქმიანობის ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობისათვის;
ე) დოკუმენტი განმცხადებლის გამოცდილების (კვალიფიკაციის) შესახებ და იმ ქვეყნების სია, სადაც იგი მუშაობდა ბოლო 5 წლის განმავლობაში;
ვ) გარანტია, რომ იგი სააგენტოს მიაწვდის სრულ ინფორმაციას საქმიანობის   ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების შესახებ;
ზ) საჭიროების შემთხვევაში, მიწის კერძო მესაკუთრის წინასწარი თანხმობა საქმიანობის ლიცენზიის მფლობელის მიერ ნავთობის გადამუშავებისათვის, გაზის დამუშავებისათვის ან ტრანსპორტირების საქმიანობისათვის მისი მიწის გამოყენებაზე და იჯარის პირობები. თუ განმცხადებელმა ვერ შეძლო მიწის მესაკუთრისაგან წინასწარი თანხმობის მიღება, მან უნდა წარადგინოს ინფორმაცია ამ მიწის ადგილმდებარეობის, პარამეტრების და წინასწარი მოლაპარაკების დროს წარმოქმნილი სიძნელეების შესახებ, აგრეთვე მიწის მესაკუთრისათვის შეთავაზებული ხელშეკრულების დეტალები. განმცხადებლის მიერ მიწის კერძო მესაკუთრესთან შეუთანხმებლობა სააგენტოს მიერ საქმიანობის ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის საფუძველია.
 
თუ განმცხადებელი არის ორი ან მეტი პირი, რომელიც განუყოფელი ინტერესით ერთობლივად ფლობს ქარხანას ან სატრანსპორტო საშუალებას:
ა) თითოეულმა მათგანმა ცალკე უნდა გააკეთოს განაცხადი საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად და უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია;
ბ) მათ უნდა წარმოადგინონ ერთმანეთს შორის უფლება-მოვალეობების განმსაზღვრელი დოკუმენტი და წერილობითი თანხმობა ერთ-ერთი პირის წარმომადგენლად დანიშვნის შესახებ, რომელზედაც გაიცემა საქმიანობის ლიცენზია და რომელიც უფლებამოსილი იქნება, იმოქმედოს დანარჩენი განმცხადებლების სახელით;
გ) თითოეულ მათგანს ეკისრება სოლიდარული (ერთობლივი და ცალკეული) პასუხისმგებლობა იმ მოვალეობების შესრულებისათვის, რომლებიც დაკავშირებულია ქარხნის ან სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციასთან;
დ) თითოეულმა მათგანმა, რომელიც ფლობს იურიდიულ ინტერესს ქარხანაში ან სატრანსპორტო საშუალებაში,
     
ასეთი ინტერესის შესახებ ინფორმაცია უნდა წარმოადგინოს ინტერესის შეძენისას და შემდგომ ყოველწლიურად, სააგენტოს ნორმატიული აქტების შესაბამისად. ამ წესის დარღვევამ შესაძლოა გამოიწვიოს სააგენტოს მიერ ქარხანაში ან სატრანსპორტო საშუალებით განხორციელებული საქმიანობის შეჩერება.

ნავთობისა და გაზის ოპერაციებთან დაკავშირებული სხვა საკითხები
ნავთობისა და გაზის ოპერაციები ხელშეკრულებით და ლიცენზიით განსაზღვრული ფართობის წიაღში ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების სამუშაოებს წარმოებას ითვალისწინებს. ასევე, ამ სამუშაოებთან დაკავშირებული ოპერაციებს (მოპოვებული ნავთობისა და გაზის შეგროვება, მომზადება, გაზომვა და შენახვა). ინვესტორსა და „ბუნებრივი რესურსების სააგენტოს“ შორის რამდენიმე ხელშეკრულება ფორმდება. კერძოდ:
ა) პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულება;
ბ) სარისკო მომსახურების ხელშეკრულება;
გ) მომსახურების ხელშეკრულება.

ნავთობის ოპერაციების განხორციელებისას, ინვესტორი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადებით და მოსაკრებლებით იბეგრება:
ა) მოგების გადასახადი;
ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლი;
გ) კანონმდებლობისა და სახელშეკრულებო პირობებით გათვალისწინებული სალიცენზიო მოსაკრებელი;
დ) რეგულირების საფასური;
საქართველოს ტერიტორიის წიაღში არსებული ნავთობისა და გაზის რესურსები სახელმწიფოს საკუთრებას წარმოადგენს.  მიწის საკუთრების უფლება არ გულისხმობს ამ მიწის წიაღში არსებული ნავთობისა და გაზის ბუნებრივი რესურსების საკუთრების ან ექსპლუატაციის უფლებას.
ინვესტორის მიერ ნავთობისა და გაზის ოპერაციების განხორციელების საქმიანობა “ნავთობისა და გაზის შესახებ” საქართველოს კანონითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით რეგულირდება.

სამინისტრო

კანონმდებლობა

ინვესტორი გვერდი

ენერგეტიკა

მედია ცენტრი

საჯარო ინფორმაცია

სტრუქტურა
მინისტრი
მოადგილეები
დეპარტამენტები
მინისტრის მრჩევლები
სსიპ
პოლიტიკა და სტრატეგია
ვაკანსია
ელექტროენერგია
ნავთობი / გაზი
ლიცენზიები / ნებართვები
სხვა
ინტერესთა გამოხატვა
მიმოხილვა
პოტენციალი
პერსპექტიული პროექტები
პოტენციური ჰესები რუკა და ფასების სახელმძღვანელო
მემორანდუმები
ელექტროენერგია
ნავთობი
გაზი
ახალი ამბები
პუბლიკაციები
პრეზენტაციები
ბიბლიოთეკა
დოკუმენტები
ტენდერები
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
საჯარო ინფორმაცია
საკადრო უზრუნველყოფა
სახელმწიფო შესყიდვები
სამართლობრივი აქტები
ბიუჯეტი
სტატისტიკა
სხვა
© 2013 ყველა უფლება დაცულია - საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო