maps maps
maps maps
homeministry of energy legislation investor page energy media center public information links
ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ფუნქციები

“ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო” ახორციელებს ნავთობისა და გაზის ოპერაციების სამართლებრივ რეგულირებას, 
სააგენტო მოქმედებს „ნავთობისა და გაზის შესახებ“ კანონის საფუძველზე  და ეფუძნება ერთი გაჩერების პრინციპს, რაც გულისხმობს ერთიანი საინვესტიციო გარემოს შექმნას. 

“ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს” ძირითადი ფუნქციებია:  

• შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებთან კონსულტაციების შემდეგ ფართობის შერჩევა, რომელიც უნდა შესთავაზონ ინვესტორებს ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად; ფართობის შეთავაზების ფორმისა (ტენდერი ან აუქციონი) და ხელშეკრულების ფორმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება.
• ტენდერის პირობებისა და აუქციონის წესების შემუშავება, რომელთა მიხედვითაც გამოვლინდება გამარჯვებული ინვესტორებისთვის ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად შეთავაზებულ ფართობზე.
• ტენდერებისა და აუქციონების ორგანიზება, ჩატარება და გამარჯვებულის გამოვლენა ინვესტორებისთვის ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად შეთავაზებულ ფართობზე.
• ყველა ხელშეკრულების მომზადება, მოლაპარაკების წარმოება და ხელშეკრულების ხელმოწერა სახელმწიფოს სახელით. ხელშეკრულების მომზადებისას და მოლაპარაკების წარმოებისას სააგენტოს უფლება აქვს მოითხოვოს და აუცილებლად მიიღოს დახმარება ნებისმიერი სახელმწიფო დაწესებულებისაგან, სახელმწიფო საწარმოსა და ორგანიზაციისაგან.
• სახელმწიფოს სახელით ინვესტორისათვის ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად საჭირო ლიცენზიების გაცემა; ყველა საჭირო უფლებამოსილების, მინაკუთვნის, ნებართვის, სერტიფიკატის დამტკიცება და გაცემა ან გაცემის გარანტიის მიცემა. სააგენტოს მიმართვის შემთხვევაში ყველა სახელმწიფო დაწესებულება, სახელმწიფო საწარმო და ორგანიზაცია ვალდებულია მოამზადოს და გადასცეს მას მოთხოვნილი დოკუმენტები.
• კონტრაქტის მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში სახელმწიფო, სააგენტოს მეშვეობით უშუალოდ მონაწილეობს მის მართვაში ნავთობისა და გაზის ცალკეულ ოპერაციებზე უფლებამოსილების მინიჭების, საკომპენსაციო ხარჯების აუდიტირებისა და ეროვნული მარეგულირებელი წესებით დაგენილი სხვა რეგულაციების მეშვეობით.

• სახელმწიფოს სახელით ნავთობის გადამუშავების, ბუნებრივი გაზის დამუშავების, ნავთობის ტრანსპორტირების ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიის (საქმიანობის ლიცენზია) გაცემა; ყველა საჭირო ნებართვის გაცემა და ფონდის დამტკიცება.
• საქმიანობის ლიცენზიის პირობების შესრულებისა და ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ტრანსპორტირების საქმიანობის ზედამხედველობა და კონტროლი; საქმიანობის ლიცენზიით გათვალისწინებული მოვალეობების შესასრულებლად საქმიანობის ლიცენზიის მფლობელისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფა.
• ათვისების გეგმა  - ოპერატორმა უნდა წარუდგინოს „ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს“ ჭაბურღილის ათვისების ანგარიში, ჭაბურღილის ათვისების ოპერაციების დამთავრებიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში. 


„ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო“ გასცემს  უფლებამოსილებას ნავთობისა და გაზის ოპერაციებზე:

• უფლებამოსილება საველე გეოფიზიკურ ოპერაციებზე - ოპერატორის მიერ საველე - გეოფიზიკურ სამუშაოებზე უფლებამოსილების მისაღებად განაცხადის გაკეთების მომენტიდან თხუთმეტი (15) დღის განმავლობაში სააგენტომ უნდა გაანალიზოს განაცხადი და წერილობითი ფორმით შეატყობინოს ოპერატორს გადაწყვეტილება იმის შესახებ: შეესაბამება თუ არა განაცხადი ხელშეკრულებას, კანონს, დამტკიცებულ გეგმას და  წესების დებულებებს. 
იმ შემთხვევაში თუ ოპერაციების განსახორციელებლად საჭირო მოწყობილობები და პერსონალი უკვე იმყოფება  სახელშეკრულებო ფართობზე,  სააგენტომ წერილობით ან სიტყვერად უნდა აცნობოს თავისი გადაწყვეტილების თაობაზე ოპერატორს, განაცხადის მიღების მომენტიდან ოცდაოთხი (24) საათის განმავლობაში. 

 უფლებამოსილება ჭაბურღილის ბურღვაზე - ოპერატორის მიერ განაცხადის წარდგენიდან თხუთმეტი (15) დღის განმავლობაში, სააგენტომ უნდა გააანალიზოს ეს განაცხადი და გაუგზავნოს  ოპერატორს განაცხადის დამტკიცების წერილობითი შეტყობინება მასზედ, შეესაბამება თუ არა წარმოდგენილი განაცხდი ხელშეკრულებას, კანონს ამ წესებს  და დამტკიცებულ გეგმას.  იმ ჭაბურღილების მიმართ, რომელთა ადგილმდებარეობა კონკრეტულად განისაზღვრა ძებნა-ძიების, შეფასების ან დამუშავების  გეგმაში, და როცა ოპერაციების ჩასატარებლად აუცილებელია სახელშეკრულებო ფართობზე განთავსებული საბურღი დანადგარის გამოყენება, სააგენტომ უნდა წარუდგინოს ასეთი შეტყობინება ოპერატორს განაცხადის გაკეთებიდან 24 საათის განმავლობაში წერილობითი ან ზეპირი ფორმით, დაუყოვნებლივ წერილობითი ნებართვის გაგზავნით.

• უფლებამოსილება ჭაბურღილის მნიშვნელოვან კაპიტალურ რემონტზე და ახალი ჰორიზონტის ათვისებაზე - თუ განაცხადი შეესაბამება ხელშეკრულებას, კანონს, ამ წესებსა და გეგმას, მაშინ ოპერატორის მიერ მნიშვნელოვანი კაპიტალური რემონტისა და ახალი ჰორიზონტის ათვისების უფლებამოსილებაზე განაცხადის წარმოდგენიდან  თხუთმეტი (15) დღის განმავლობაში, სააგენტომ უნდა გააანალიზოს და წარუდგინოს ოპერატორს წერილობითი შეტყობინება უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე. გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც განაცხადი ვერ გაკეთდებოდა უფრო ადრე, ხოლო ოპერაციების ჩატარების დროს აუცილებელია სახელშეკრულებო ფართობზე მდებარე საბურღი დაზგის, კაპიტალური რემონტის დანადგარის, ხვეული სატუმბო-საკომპრესორო მილების, წნევის პირობებში მილების ჭაბურღილში ჩასაშვები მოწყობილობისა, ან ჭაბურღილისშიგა მოწყობილობასთან, სამუშაო დანადგარის გამოყენება, სააგენტომ უნდა წარუდგინოს ოპერატორს წერილობითი ან ზეპირი შეტყობინება უფლებამოსილების მინიჭების შესახებ, განაცხადის გაკეთებიდან ოცდაოთხი (24) საათის განმავლობაში.

• უფლებამოსილება საზღვაო მშენებლობაზე  -  ოპერატორის მიერ ახალი პლატფორმის მშენებლობის ან არსებულ პლატფორმაზე მნიშვნელოვანი მოდიფიკაციის შესახებ წინადადების შეტანიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში, სააგენტომ უნდა გააანალიზოს იგი, მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება და აცნობოს ოპერატორს თავისი გადაწყვეტილების შესახებ წერილობითი ფორმით, წესებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 

• უფლებამოსილება ლიკვიდაციაზე -  ოპერატორის მიერ ლიკვიდაციის ნებართვაზე განაცხადის გაკეთების შემდეგ ოცდაათი (30) დღის ვადაში, სააგენტომ უნდა გააანალიზოს  და გაუგზავნოს  ოპერატორს განაცხადის დამტკიცების შესახებ წერილობითი შეტყობინება, იმ შემთხვევაში თუ  განაცხადი შეესაბამება ხელშეკრულებას, კანონს, ამ წესებს და გეგმას. თუ ოპერაციების ჩატარება მოითხოვს სახელშეკრულებო ფართობზე მდებარე საბურღი და კაპიტალური რემონტის დანადგარების, ხვეული სატუმბო-საკომპრესორო მილების, ან ჭაბურღილისშიგა მოწყობილობის სამუშაო დანადგარის გამოყენებას, სააგენტომ უნდა წარუდგინოს ოპერატორს წერილობითი ან ზეპირი შეტყობინება განაცხადის დამტკიცების შესახებ, განაცხადის გაკეთებიდან ოცდაოთხი (24) საათის განმავლობაში.

• უფლებამოსილება ნავთობისა და გაზის ნარჩენების ჩაჭირხვნაზე -  ოპერატორის მიერ ნავთობისა და გაზის ნარჩენების ჩაჭირხვნის უფლებამოსილების განაცხადის გაკეთებიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში, სააგენტომ  უნდა გააანალიზოს იგი და წერილობითი ფორმით აცნობოს ოპერატორს უფლებამოსილების მინიჭების შესახებ იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი შეესაბამება ხელშეკრულებას, კანონს, ამ წესებსა და დამტკიცებულ გეგმას.

• უფლებამოსილება ნავთობისა და გაზის ნარჩენების განთავსებაზე - ოპერატორის მიერ ნავთობისა და გაზის ნარჩენების განთავსების უფლებამოსილების განაცხადის გაკეთებიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში, სააგენტომ უნდა გააანალიზოს და აცნობოს ოპერატორს წერილობითი ფორმით განაცხადის შესაბამისობის შესახებ დამტკიცებულ გეგმასთან, ამ წესების დებულებებთან, ხელშეკრულებასა და კანონთან მიმართებაში.

• უფლებამოსილება ნავთობისა და გაზის ნარჩენების უტილიზაციის ობიექტის მოწყობაზე - ოპერატორის მიერ ნავთობისა და გაზის ნარჩენების უტილიზაციის ობიექტის მოწყობაზე განაცხადის გაკეთებიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში, სააგენტომ  უნდა გააანალიზოს და წერილობითი ფორმით აცნობოს ოპერატორს, შეესაბამება თუ არა განაცხადი ხელშეკრულებას, კანონს, ამ წესებს და დამტკიცებულ გეგმას.  ოპერატორს შეუძლია წარადგინოს ამ თავში მოთხოვნილი ინფორმაცია, როგორც  გეგმის ნაწილი და შესაბამისობის დასკვნა ამ გეგმასთან მიმართებაში იქნება თვით უფლებამოსილება. 

• უფლებამოსილება გაზის დაწვასა და/ან ატმოსფეროში გაფრქვევაზე - ნავთობის ჭაბურღილიდან გაზის დაწვის ან ატმოსფეროში გაფრქვევის პირველ პუნქტში აღნიშნული ნებართვის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 30 დღით ადრე, იმავე პუნქტში მოყვანილი მიზეზებიდან ერთ-ერთის საფუძველზე, სააგენტოს შეუძლია (ერთხელ ან მეტჯერ) გააგრძელოს ასეთი ნებართვის მოქმედების ვადა არაუმეტეს ერთი წლით.

გარემოზე ზემოქმედების შეფასება (გზშ)

ოპერატორმა უნდა მოამზადოს და სააგენტოს წარუდგინოს ორი დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს სააგენტოში წარმოდგენილი  განაცხადის ან შესაბამისი გეგმის ნაწილს:   
ა) გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში (გზშ), რომელიც შეიცავს ნავთობისა და გაზის ოპერაციების შედეგად  გარემოზე პოტენციური ზემოქმედების ანალიზს; 
ბ)გარემოს დაცვის გეგმას (გდგ), რომელიც განსაზღვრავს ოპერატორის მიერ შემოთავაზებულ ზომებს გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების აღსაკვეთად, სახელშეკრულებო ფართობის იმ უბნის რეკულტივაციისა და აღდგენის ჩათვლით, რომელზედაც ტარდება ან ტარდებოდა ნავთობისა და გაზის ოპერაციები. 

სამინისტრო

კანონმდებლობა

ინვესტორი გვერდი

ენერგეტიკა

მედია ცენტრი

საჯარო ინფორმაცია

სტრუქტურა
მინისტრი
მოადგილეები
დეპარტამენტები
მინისტრის მრჩევლები
სსიპ
პოლიტიკა და სტრატეგია
ვაკანსია
ელექტროენერგია
ნავთობი / გაზი
ლიცენზიები / ნებართვები
სხვა
ინტერესთა გამოხატვა
მიმოხილვა
პოტენციალი
პერსპექტიული პროექტები
პოტენციური ჰესები რუკა და ფასების სახელმძღვანელო
მემორანდუმები
ელექტროენერგია
ნავთობი
გაზი
ახალი ამბები
პუბლიკაციები
პრეზენტაციები
ბიბლიოთეკა
დოკუმენტები
ტენდერები
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
საჯარო ინფორმაცია
საკადრო უზრუნველყოფა
სახელმწიფო შესყიდვები
სამართლობრივი აქტები
ბიუჯეტი
სტატისტიკა
სხვა
© 2013 ყველა უფლება დაცულია - საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო