maps maps
maps maps
homeministry of energy legislation investor page energy media center public information links
საქართველოს მდინარეების ჰიდროენერგეტიკული ტექნიკური პოტენციალის კადასტრი
მდინარის ჩამონადენის პოტენციური (თეორიული) ენერგიის ის ნაწილი, რომელიც პრაქტიკულად გამოიყენება ელექტროენერგიის მისაღებად, მოიაზრება მდინარის ან მისი ცალკეული უბნის ჰიდროენერგეტიკულ ტექნიკურ რესურსად, ხოლო აქედან, რესურსი, რომლის სიმძლავრე არ აღემატება 10 მგვტ-ს, მიეკუთვნება მცირე (არატრადიციულ) ჰიდროენერგეტიკულ ტექნიკურ პოტენციალს.

როგორც წესი, ასეთი სიმძლავრეების ათვისება წარმოებს მდინარის ჩამონადენის რეჟიმით მომუშავე დერივაციული ტიპის ჰიდროენერგეტიკული დანადგარებით და, საქართველოში მიღებული კლასიფიკაციით, მიეკუთვნებიან მცირე ჰიდროელექტროსადგურებს.

მდინარის (ცალკეული უბნის) ტექნიკური პოტენციალი, როდესაც არსებობს მათი ენერგეტიკული გამოყენების, თუნდაც, მხოლოდ სქემები, გამოითვლება სქემით გათვალისწინებული ჰიდროენერგეტიკული დანადგარების სიმძლავრეებისა და გამომუშავების სიდიდეების უბრალო შეჯამების წესით, ხოლო, თუ არ არსებობს მდინარის გამოყენების ენერგეტიკული სქემა (შეუსწავლელი მდინარეები), ტექნიკური პოტენციალი გამოითვლება არაპირდაპირი გზით, ეგრეთ წოდებული `პოტენციალური რესურსების გამოყენების K–კოეფიციენტით~, რომელიც წარმოადგენს შესწავლილი მდინარის ტექნიკური პოტენციალის შეფარდებას ამავე მდინარის პოტენციალურ ენერგიასთან.
 
საქართველოს მდინარეებისათვის, K–კოეფიციენტის მნიშვნელობა 0,3-0,9 ფარგლებში იცვლება და მის საშუალოშეწონილ მნიშვნელობად 0,503 სიდიდეა მიღებული.

1992-1994 წლებში, საქართველოს ენერგეტიკისა და ენერგეტიკულ ნაგებობათა სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში (სამუშაოს ხელმძღვანელი ტ.მ.კ. თ. შველიძე) შესწავლილი იქნა საქართველოს დიდი, საშუალო და მცირე მდინარეების ჰიდროენერგეტიკული ტექნიკური პოტენციალი. პოტენციალის დიფერენცირებულ შეფასებას ხელი შეუწყო, იმ დროისათვის უკვე არსებულმა, მდინარეების ენერგეტიკული გამოყენების სქემების და, აქედან გამომდინარე, K–კოეფიციენტის რიცხვითი მნიშვნელობების სიმრავლემ. ტექნიკური პოტენციალის გამოთვლისას, გათვალისწინებული იყო ჰიდროენერგეტიკული დანადგარების ზედა ბიეფიდან წყლის გაშვება მდინარის დამშრალ კალაპოტში ბუნებრივი ეკოლოგიური ბალანსის შესანარჩუნებლად (სანიტარული წყალგაშვებები).
ამ პირობებში გამოთვლილმა პატარა მდინარეების ტექნიკურმა პოტენციალმა 7,8 მლრდ. კვტ. საათი შეადგინა.
1995 წლიდან, ამ მიმართულებით, სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების დაფინანსება შეწყვეტილი იქნა და, სხვა ინფორმაციის უქონლობის გამო, ამჟამად, პატარა მდინარეების ტექნიკური პოტენციალი განიხილება, როგორც საქართველოს მდინარეების მცირე ჰიდროენერგეტიკული ტექნიკური პოტენციალი.

როგორც საქართველოს მდინარეების ოროგრაფიული მახასიათებლების ანალიზი გვიჩვენებს, ბევრ დიდ და საშუალო მდინარის ცალკეულ უბანზე შესაძლებელია მხოლოდ ისეთი ჰიდროენერგეტიკული დანადგარის აგება, რომლის სიმძლავრე 10 მგვტ-ს არ აღემატება, ან პირიქით, ბევრ პატარა მდინარეზე შესაძლებელია აიგოს ისეთი ჰიდროენერგეტიკული დანადგარი, რომლის
სიმძლავრეც ბევრად გადააჭარბებს 10 მგვტ-ს. აქედან გამომდინარე – შესწავლილ უნდა იქნეს ნებისმიერი მდინარის ყველა ცალკეული უბანი და ქვეყნის მდინარეების მცირე ჰიდროენერგეტიკული ტექნიკური პოტენციალი დადგინდეს მხოლოდ 10 მგვტ-მდე სიმძლავრის მქონე უბნების სიმძლავრეების შეჯამებით.

ამ ამოცანის გადასაწყვეტად, წიგნში მოყვანილია მდინარის ცალკეული უბნების ოროგრაფიული მახასიათებლების (აბსოლუტური ნიშნულები, მდინარის სიგრძე, ქანობი, საშუალო მრავალწლიური ხარჯი, სანიტარული წყალგაშვებები) გათვალისწინებით, უბნების ენერგეტიკული გამოყენების იმიტაციური მოდელების შედგენის და, მათ საფუძველზე, მცირე ჰიდროენერგეტიკული ტექნიკური პოტენციალის გამოთვლის მეთოდი.
განხილული იყო 335 მდინარის ათასზე მეტი უბანი. 335 მდინარიდან 319 მდინარე, ჯერ კიდევ 1987 წელს, აკადემიკოს გ. სვანიძის მიერ, გამოყენებული იყო საქართველოს მდინარეების ჯამური პოტენციალური სიმძლავრეების შესაფასებლად, ხოლო 16 მდინარე, ავტორების მიერ, საქართველოს ცალკეული რაიონების მსხვილმასშტაბიანი რუკების შესწავლისა და ტერიტორიების ვიზუალური დათვალიერების შედეგად იქნა გამოვლენილი. ამ მდინარეების ჰიდროლოგიური რეჟიმის დასადგენად გამოყენებული იყო, ცნობარებში და ტექნიკურ ლიტერატურაში მოყვანილი, მდინარის წყალშემკრები აუზის საშუალო სიმაღლესთან მიმართებაში ზედაპირული ჩამონადენის მოდულის მაჩვენებელი. მდინარის ცალკეული უბნის ენერგეტიკული ათვისების იმიტაციური მოდელის შედგენის დროს, გათვალისწინებული იყო უბნის ენერგეტიკული ან ირიგაციული გამოყენების ფაქტობრივი მდგომარეობა (წყალსაცავის შეტბორვის დონე, ენერგეტიკული ან ირიგაციული წყალაღების ნიშნული, მდინარის გადაგდება სხვა მდინარეში და სხვ.). 335 მდინარის ცალკეული უბნის ენერგეტიკული გამოყენების იმიტაციური მოდელი და, მასზე დაყრდნობით გამოთვლილი, საქართველოს მდინარეების მცირე ჰიდროენერგეტიკული ტექნიკური პოტენციალი წარმოდგენილია კადასტრის სახით. კადასტრის მონაცემები დიფერენცირებულია საქართველოს ადმინისტრაციული რაიონების მიხედვით. კადასტრში მოყვანილი იმიტაციური მოდელის ენერგეტიკული და ტექნიკური მაჩვენებლები წარმოადგენს საიმედო საწყის ინფორმაციას ამა თუ იმ მდინარის ენერგეტიკული ათვისების რეალური სქემის შესადგენად. კადასტრის მომზადებაში, ავტორებთან ერთად, მონაწილეობდნენ: ფ.–მ. მეცნ. კანდიდატი ბატონი ჯიმშერ გიორგობიანი (მონაცემების სტატისტიკური დამუშავება), ტექნიკურ მეცნ. დოქტორი, პროფ. გრიგოლ ხელიძე, ბატონი კონსტანტინე პატარაია, ქალბატონი ციური ბაღაშვილი (კომპიუტერული უზრუნველყოფა), ქალბატონი ლიანა ღარიბაშვილი (ტექსტის მომზადება რუსულ და ინგლისურ ენებზე) და ბატონი ზენო მაჭავარიანი (კადასტრის საგამომცემლოდ მომზადება).
საქართველოს მდინარეების მცირე (არატრადიციული) ჰიდროენერგეტიკული ტექნიკური პოტენციალის კადასტრი მომზადდა და დაისტამბა საქართველოს ენერგეტიკისა და ენერგეტიკულ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მიერ, საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის სსტც-ს (Iშთჩ) G-1002 პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.

ავტორები მადლობას უხდიან სსტც-ს აღმასრულებელ დირექტორს, ბატონ ჟიუსტინ ნორბერტს და მისი სახით სსტც-ს თანამშრომლებს.

ავტორები მადლობას უხდიან სსტც-ს G-1002 პროექტის კურატორებს, ბატონებს: ლეონ ჰოროვიჩს და იგორ ტიურინს, რომელთა კეთილგანწყობამ და
დიდმა მხარდაჭერამ მნიშვნელოვნად განაპირობა პროექტის წარმატებული შესრულება.

ავტორები მადლიერების გრძნობით აღნიშნავენ პროექტის კოლაბორატორის ბატონ ანდრე კნიაზევის მნიშვნელოვან როლს, რაც მან შეიტანა პროექტის დაფინანსებასა და მისი წარმატებით შესრულების საქმეში. პროექტის განხორციელებისას, ავტორებს ქმედითი ხელშეწყობა და დიდი დახმარება გაუწიეს საქართველოს ენერგეტიკისა და ენერგეტიკულ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა ბატონმა დავით ზუბიტაშვილმა,
მისმა მოადგილემ ბატონმა გურამ ლეკიშვილმა და საფინანსო განყოფილების უფროსმა ქალბატონმა მაია კვიციანმა.

ჩვენ ყოველთვის ვსარგებლობდით ქალბატონ ირინა ხომერიკისა და ბატონ მერაბ სიყმაშვილის (სსტც-ს საქართველოს განყოფილება) დახმარებითა და მხარდაჭერით, ყველა პრობლემის გადაჭრისას.

კადასტრი გათვალისწინებულია წყლის რესურსების გამოყენების, გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის სფეროში დასაქმებულ ინჟინერ-მგეგმარებლების, მეცნიერ-მუშაკებისა და ამ სფეროში მომუშავე სხვა სპეციალისტებისათვის. კადასტრი ხელს შეუწყობს ადმინისტრაციული რაიონების ხელმძღვანელობას რაიონებში მცირე ბიზნესის განვითარებისათვის, ენერგეტიკული უზრუნველყოფის რესურსების შეფასებაში.

ავტორები ყურადღებით მიიღებენ მკითხველის ყველა იმ შენიშვნასა და რეკომენდაციას, რაც ხელს შეუწყობს წიგნის მეცნიერულ-პრაქტიკული დონის ამაღლებას.

ეძღვნება პროფესორ ოთარ სოლომონიას ხსოვნას
 G-1002 პროექტის მენეჯერი
 ტ.მ.კ. მ. დადიანი
 
მდინარის ჩამონადენის ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის შეფასების საერთო საკითხები
სხვა ენერგეტიკული წყაროებისაგან (ნახშირი, ნავთობი, ბუნებრივი აირი და სხვ.) განსხვავებით, ჰიდროენერგეტიკული რესურსი ენერგიის განახლებად წყაროს წარმოადგენს, რაც მის განსაკუთრებულ ღირებულებას განაპირობებს.



იხ. საკადასტრო ფაილები რეგიონების მიხედვით

აჭარა

შიდა ქართლი

სამცხე-ჯავახეთი

სამეგრელო-ზემო სვანეთი

აფხაზეთი

იმერეთი

კახეთი

ქვემო ქართლი

მცხეთა-მთიანეთი

რაჭა-ლეჩხუმი

სამინისტრო

კანონმდებლობა

ინვესტორი გვერდი

ენერგეტიკა

მედია ცენტრი

საჯარო ინფორმაცია

სტრუქტურა
მინისტრი
მოადგილეები
დეპარტამენტები
მინისტრის მრჩევლები
სსიპ
პოლიტიკა და სტრატეგია
ვაკანსია
ელექტროენერგია
ნავთობი / გაზი
ლიცენზიები / ნებართვები
სხვა
ინტერესთა გამოხატვა
მიმოხილვა
პოტენციალი
პერსპექტიული პროექტები
პოტენციური ჰესები რუკა და ფასების სახელმძღვანელო
მემორანდუმები
ელექტროენერგია
ნავთობი
გაზი
ახალი ამბები
პუბლიკაციები
პრეზენტაციები
ბიბლიოთეკა
დოკუმენტები
ტენდერები
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
საჯარო ინფორმაცია
საკადრო უზრუნველყოფა
სახელმწიფო შესყიდვები
სამართლობრივი აქტები
ბიუჯეტი
სტატისტიკა
სხვა
© 2013 ყველა უფლება დაცულია - საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო