maps maps
maps maps
homeministry of energy legislation investor page energy media center public information links

საქართველოში არსებული ალტერნატიული ენერგიის მდიდარი პოტენციალის ათვისების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის თანახმადაც, რეგულირდება ელექტროსადგურების მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის პროცედურებს (იხ. საქართველოს მთავრობის დადგენილება No214, 21.08.2013, საქართველოში ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის წესის დამტკიცების შესახებ).

 

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო ამტკიცებს და ოფიციალურ ვებ-გვერდზე აქვეყნებს ასაშენებელი პოტენციური ელექტროსადგურების ნუსხას. ინტერესთა გამოხატვა ცხადდება მხოლოდ ამ ნუსხაში შემავალ პროექტებზე (იხ. საქართველოში ასაშენებელი პოტენციური ელექტროსადგურების ნუსხა).


ნუსხაში შემავალ კონკრეტულ ობიექტზე ინტერესთა გამოხატვის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა, ხოლო მას აქვეყნებს ენერგეტიკის სამინისტრო. ინტერესთა გამოხატვის გამოცხადების საფუძველი შეიძლება გახდეს ინვესტორის მხრიდან კონრეტული პროექტ(ებ)ით დაინტერესების შესახებ გაკეთებული ოფიციალური განაცხადი.


საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, ენერგეტიკის სამინისტრო შეიმუშავებს ინტერესთა გამოხატვის პირობებს კონკრეტული პროექტ(ებ)ის თაობაზე და გამოსცემს შესაბამის ბრძანებას, რომლითაც ცხადდება ინტერესთა გამოხატვა.


ენერგეტიკის სამინისტროს მიერ თითოეული პროექტისთვის შემუშავებული ინტერესთა გამოხატვის პირობები ასახავს იმ მოთხოვნებს, რომლებიც გამარჯვების შემთხვევაში უნდა შეასრულოს გამარჯვებულმა პირმა. აღნიშნული პირობები შეიცავს შემდეგ მონაცემებს:

1. ასაშენებელი ელექტროსადგურის დასახელებას, სავარაუდო განთავსების ადგილს, სავარაუდო სქემას და სავარაუდო ძირითად ტექნიკურ პარამატრებს;

2. ელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის ნებართვის საფუძველზე ელექტროსადგურის მშენებლობის დაწყების და ექსპლუატაციაში მიღების ვადას;

3. ელექტროსადგურის მშენებლობის სავარაუდო საინვესტიციო ოდენობას;

4. ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობისას წარმოსადგენი წინასამშენებლო გარანტიის ვადასა და ოდენობას;

5. საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და საუკეთესო განაცხადის გამოვლენის კრიტერიუმს, მაქსიმალური ზღვარის მითითებით;

6. განაცხადების მიღების ადგილს (მისამართი), საკონტაქტო ტელეფონს;

7. ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებულ პირთან დასადები მემორანდუმის პროექტს;

8. ყველა სხვა ინფორმაციას და პირობას, რასაც სამინისტრო ჩათვლის მიზანშეწონილად.

ინტერესთა  გამოხატვაში მონაწილე პირი  ვალდებულია, საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ, ენერგეტიკის სამინისტროს განაცხადთან ერთად წარუდგინოს წინასამშენებლო საბანკო გარანტია, ელექტროსადგურის ჯამური დადგმული სიმძლავრის მიხედვით, ყოველი მეგავატისათვის 5 000 (ხუთი ათასი) აშშ დოლარის ან მისი ექვივალენტის ევროში ოდენობით. ამასთან, წინასამშენებლო გარანტია გაცემული უნდა იყოს „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD)“ წევრ ნებისმიერ ქვეყანაში ან/და საქართველოში ლიცენზირებული ბანკის მიერ. წინასამშენებლო  გარანტიის  ოდენობა  არ  უნდა აღემატებოდეს გარანტიის  გამცემი  ბანკის სააქციო კაპიტალის 15 პროცენტს.

აღნიშნულ პირობებს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო აქვეყნებს თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.energy.gov.ge).

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო მიიღებს და განიხილავს იმ განაცხადებს, რომლებიც ინტერესთა გამოხატვის პირობებით დადგენილ მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობაში იქნება. იმ პირებს, რომლებიც წარმატებით გაივლიან საკვალიფიკაციო ეტაპს, სამინისტრო გაუგზავნის შეტყობინებას.

ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებულის გამოვლენის ერთადერთი კრიტერიუმია სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორისთვის“ („ესკო“) ინვესტორის მიერ მისაყიდი ელექტრენერგიის ყველაზე დაბალი ფასი.

ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა მხარეებმა უნდა დააკმაყოფილონ შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1. ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობის მიღება შეუძლია იურიდიულ პირს ან იურიდიულ პირთა კონსორციუმს;

2. ინტერესთა გამოხატვის შედეგად გამარჯვებული პირის მიერ ელექტროსადგურის მშენებლობის, ოპერირებისა და ფლობის აუცილებელი პირობაა ელექტროსადგურის ექსპლუატაციაში მიღებიდან 15 წლის განმავლობაში, ყოველი წლის იანვრის, თებერვლის, მარტის, აპრილის, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრისა და დეკემბრის თვეების განმავლობაში,  ელექტროსადგურის  მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის სრული ოდენობის რეალიზაცია სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორთან“  („ესკო“)  წინასწარ გაფორმებული გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებით.

საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე, გამოვლენილ გამარჯვებულთან ფორმდება ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომლის მხარეებსაც წარმოადგენენ საქართველოს მთავრობა, „ესკო“ და ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული პირი.  

მემორანდუმი შედგება წინასამშენებლო ფაზისგან და სამშენებლო  ფაზისგან.

წინასამშენებლო ფაზაში ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული პირის ვალდებულებებია:


1. პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის ანალიზის დასრულება; 

2. პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მომზადება.


სამშენებლო ფაზაში ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული პირის ვალდებულებებია:

1. პროექტის არეალში მოქცეულ მიწის ნაკვეთებზე უფლებების მოპოვება;

2. პროექტის განსახორციელებლად საჭირო მშენებლობის ნებართვის აღება;

3. ელექტროსადგურების მშენებლობის დაწყება;

4. სამშენებლო სამუშაოების წარმოება საქართველოს კანონმდებლობის, სამშენებლო, გარემოსდაცვითი და უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით;

5. მშენებლობის დასრულება;

6. დასრულებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღება.


ამასთანავე, სამშენებლო ფაზაში ინვესტორმა უნდა უზრუნველყოს სამშენებლო გარანტიის წარმოდგენა, რომელიც 100 მგვტ-მდე დადგმული სიმძლავრის მქონე პროექტებისთვის შეადგენს 100 000 აშშ დოლარს (ან მის ექვივალენტს ევროში), ხოლო 100 მგვტ-ზე მეტი დადგმული სიმძლავრის მქონე პროექტებისთვის - 50 000 აშშ დოლარს (ან მის ექვივალენტს ევროში). სამშენებლო გარანტია გაცემული უნდა იყოს ,,ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD)” წევრ ნებისმიერ ქვეყანაში ან/და საქართველოში ლიცენზირებული ბანკის მიერ. სამშენებლო გარანტიის მოქმედების ვადა განისაზღვრება ურთიერთგაგების მემორანდუმით. მემორანდუმით დადგენილ ვადაში და პირობებით ელექტროსადგურის ექსპლუატაციაში მიღების ვადის დარღვევა გამოიწვევს  დამრღვევი  პირისთვის  საურავის  დაკისრებას,  რომლის  ოდენობაც შეადგენს სამშენებლო  გარანტიით გათვალისწინებული მთლიანი თანხის 1,5%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.


იმ შემთხვევაში, თუ ინვესტორმა შეიმუშავა ელექტროსადგურ(ებ)ის ისეთი პროექტი, რომელიც არ არის შეტანილი ასაშენებელი პოტენციური ელექტროსადგურების ნუსხაში, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია პირდაპირი მოლაპარაკების გზით გააფორმოს მასთან ურთიერთგაგების მემორანდუმი. ამასთანავე, ინვესტორი ვალდებულია შეათანხმოს ასეთი პროექტ(ებ)ი ენერგეტიკის სამინისტროსთან, რათა გამოირიცხოს აღნიშნული პროექტ(ებ)ით არსებული და პოტენციური ელექტროსადგურებისთვის განკუთვნილი ტერიტორიის გადაფარვა.


იხილეთ ვებ-გვერდი www.hydropower.ge
პოტენციური ჰესების მოკლე ტექნიკურ ეკონომიკური კვლევები
ელექტროენერგიის სექტორის მიმოხილვა და ექსპორტის შესაძლებლობები
პოტენციურ ჰესებზე ნახშირორჟანგის ემისიების მოსალოდნელი შემცირება
საქართველოს მთავრობის დადგენილება No214, 21.08.2013, საქართველოში ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის წესის დამტკიცების შესახებ"
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის ბრძანება N 40
საქართველოში ასაშენებელი პოტენციური ელექტროსადგურების ნუსხა
მიმდინარე განახლებადი საინვესტიციო პროექტები

სამინისტრო

კანონმდებლობა

ინვესტორი გვერდი

ენერგეტიკა

მედია ცენტრი

საჯარო ინფორმაცია

სტრუქტურა
მინისტრი
მოადგილეები
დეპარტამენტები
მინისტრის მრჩევლები
სსიპ
პოლიტიკა და სტრატეგია
ვაკანსია
ელექტროენერგია
ნავთობი / გაზი
ლიცენზიები / ნებართვები
სხვა
ინტერესთა გამოხატვა
მიმოხილვა
პოტენციალი
პერსპექტიული პროექტები
პოტენციური ჰესები რუკა და ფასების სახელმძღვანელო
მემორანდუმები
ელექტროენერგია
ნავთობი
გაზი
ახალი ამბები
პუბლიკაციები
პრეზენტაციები
ბიბლიოთეკა
დოკუმენტები
ტენდერები
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
საჯარო ინფორმაცია
საკადრო უზრუნველყოფა
სახელმწიფო შესყიდვები
სამართლობრივი აქტები
ბიუჯეტი
სტატისტიკა
სხვა
© 2013 ყველა უფლება დაცულია - საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო