maps maps
maps maps
homeministry of energy legislation investor page energy media center public information links
ბუნებრივი გაზის ბაზრის წესები

ბუნებრივი გაზის ბაზრის წესები აწესრიგებს ბუნებრივი გაზის მიმწოდებელს, ტრანსპორტირების და განაწილების ლიცენზიატებსა და პირდაპირ მომხმარებელს შორის ურთიერთობებს. იკრძალება მიმწოდებლის ან ლიცენზიატის მიერ ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტა ან შემცირება გარდა კანონით განსაზღვული შემთხვევებისა. ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვისა და ტრანსპორტირების ურთიერთობის მონაწილეებმა ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების დაბალანსების მიზნით შესაძლებელია გააფორმონ ორმხრივი ან მრავალმხრივი ხელშეკრულებები.

ტრანსპორტირების ლიცენზიატი  - საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია  ვალდებულია: ოპერატიულად შეასრულოს მიმწოდებლის მითითება ამა თუ იმ პირისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების, მიწოდების შეწყვეტის ან აღდგენის თაობაზე;  დაიცვას საიმედოობის სტანდარტები და  უსაფრთხოების დადგენილი ნორმები და წესები.

მიმწოდებელს ან ბუნებრივი გაზის სექტორის ლიცენზიატს (სულ 58 კომპანია) უფლება აქვს შეწყვიტოს  მომსახურება  - თუ მისი მომხმარებელი არ ასრულებს კანონმდებლობით, საბაზრო წესებით და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს; გაზმომარაგების შეწყვეტა საჭიროა დაგეგმილი ან ავარიული სარემონტო სამუშაოების გამო; თუ საფრთხე ემუქრება ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან მის ქონებას.ის კომპანიები, რომლებიც ტრანსპორტირების სისტემის მეშვეობით ახორციელებენ ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვას, ტრანსპორტირებას, მიწოდებას, განაწილებას ან მოხმარებას, ვალდებულები არიან იყვნენ მზად სისტემაში შესაძლო დეფიციტის გამომწვევი გარემოების თავიდან აცილებისთვის. საბაზრო წესების მიხედვით, ტრანსპორტირების სისტემაში ბუნებრივი გაზის დეფიციტის შემთხვევაში, დასაშვებია ბუნებრივი გაზის მიწოდების შემცირება ან შეზღუდვა.
 
ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატი - საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ვალდებულია გამართულ მდგომარეობაში იქონიოს მეზობელი ქვეყნების სისტემებთან დამაკავშირებელი ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ქსელი. აგრეთვე ისე დააპროექტოს და მართოს სისტემა, რომ უზრუნველყოფილ იქნეს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემის სტაბილურობა მაშინაც კი, როდესაც სტიქიური უბედურების, დივერსიის, ავარიის ან სხვა მოვლენების გამო მწყობრიდან გამოვა ტრანსპორტირების სისტემის ერთი ან მეტი მოწყობილობა. დეფიციტის შემთხვევაში, ბუნებრივი გაზი უნდა გადანაწილდეს აუცილებლობისა და სამართლიანობის პრინციპების შესაბამისად. გაზის ტრანსპორტირების კომპანია ვალდებულია, პირველ რიგში, ბუნებრივი გაზით უზრუნველყოს ის პირდაპირი მომხმარებლები, რომლებიც ბუნებრივი გაზის მეშვეობით აწარმოებენ ელექტროენერგიას.

საბაზრო წესების მიხედვით, თუ  გეგმიური სარემონტო სამუშაოების ჩატარება იწვევს ბუნებრივი გაზის მიწოდების დროებით შეწყვეტას, ამის შესახებ შესაბამის დაინტერესებულ პირს უნდა ეცნობოს 30 დღით ადრე მაინც - მოცემული პროცედურის დარღვევის შემთხვევაში შესაბამისად მოხდება ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტის გადავადება.

საბაზრო წესი არეგულირებს ბუნებრივი გაზის ნასყიდობისა და ტრანსპორტირების შესახებ განაცხადის წარდგენისა და ხელშეკრულების გაფორმების მექანიზმს. კერძოდ, ბუნებრივი გაზის ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ბუნებრივი გაზის გამყიდველი ვალდებულია,  ტრანსპორტირების ლიცენზიატს მიმართოს განაცხადით ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების შესახებ და ათი დღის ვადაში უზრუნველყოს ბუნებრივი გაზის მიწოდება. 

ბუნებრივი გაზის მოცულობის შემცირების ან გაზრდის შესახებ განაცხადი მომსახურების დამკვეთმა გაზის ტრანსპორტირების კომპანიას უნდა წარუდგინოს მინიმუმ ორი დღით ადრე.
 
ბუნებრივი გაზის წინასწარ განსაზღვრულ მოცულობაზე მეტი რაოდენობით მიღების შემთხვევაში, ბუნებრივი გაზის მიმღები ვალდებულია საანგარიშო პერიოდის განმავლობაში აუნაზღაუროს ტრანსპორტირების ან შესაბამის განაწილების ლიცენზიატს განსაზღვრულ  მოცულობაზე ზევით მიღებული ბუნებრივი გაზის ღირებულება ან აანაზღაუროს იგივე მოცულობის ბუნებრივი გაზით.

საბაზრო წესებით რეგულირდება ბუნებრივი გაზით მომარაგებისა და ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემასთან მიერთების წესი. კერძოდ,  პირს, რომელსაც სურს ტრანსპორტირების სისტემასთან მიერთება, ტრანსპორტირების ლიცენზიატს უნდა წარუდგინოს განაცხადი. ტრანსპორტირების კომპანია ვალდებულია უარი განაცხადოს მიერთებაზე, თუ განაწილების ლიცენზიატის ან პირდაპირი მომხმარებლის ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ქსელთან (სისტემასთან) მიერთება აშკარა უარყოფით გავლენას იქონიებს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების საერთო სისტემაზე. ტრანსპორტირების სისტემასთან იმ მომხმარებლის მიერთება, რომლის ბუნებრივი გაზის წლიური მოხმარება აღემატება მისი მომსახურე განაწილების ლიცენზიატის მიერ განაწილებული ბუნებრივი გაზის წლიური მოცულობის 15%-ს, საჭიროებს სემეკის წინასწარ თანხმობას.  სისტემასთან მიერთებული ობიექტი ექსპლუატაციაში გაიშვება, ქსელთან მიერთებაზე გაწეული აუცილებელი ხარჯების ანაზღაურების შემდეგ.

ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარების შემთხვევაში ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატი უფლებამოსილია წინასწარი გაფრთხილების გარეშე შეუწყვიტოს ბუნებრივი გაზის მომარაგება პირდაპირ მომხმარებელს ან განაწილების ლიცენზიატს.

იკრძალება ზუსტი აღრიცხვის გარეშე ბუნებრივი გაზის მიწოდება, გაზის მრიცხველი უნდა იდგეს ბუნებრივი გაზის ქსელზე ლიცენზიატის მიღებისა და მიწოდების პუნქტების გამიჯვნის წერტილში ორივე მხრიდან.

სამინისტრო

კანონმდებლობა

ინვესტორი გვერდი

ენერგეტიკა

მედია ცენტრი

საჯარო ინფორმაცია

სტრუქტურა
მინისტრი
მოადგილეები
დეპარტამენტები
მინისტრის მრჩევლები
სსიპ
პოლიტიკა და სტრატეგია
ვაკანსია
ელექტროენერგია
ნავთობი / გაზი
ლიცენზიები / ნებართვები
სხვა
ინტერესთა გამოხატვა
მიმოხილვა
პოტენციალი
პერსპექტიული პროექტები
პოტენციური ჰესები რუკა და ფასების სახელმძღვანელო
მემორანდუმები
ელექტროენერგია
ნავთობი
გაზი
ახალი ამბები
პუბლიკაციები
პრეზენტაციები
ბიბლიოთეკა
დოკუმენტები
ტენდერები
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
საჯარო ინფორმაცია
საკადრო უზრუნველყოფა
სახელმწიფო შესყიდვები
სამართლობრივი აქტები
ბიუჯეტი
სტატისტიკა
სხვა
© 2013 ყველა უფლება დაცულია - საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო