maps maps
maps maps
homeministry of energy legislation investor page energy media center public information links
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია

სს "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია" საქართველოში არსებული მაგისტრალური გაზსადენების სისტემის, გაზსადენებისა და ნავთობსადენების ექსპლუატაციას ახორციელებს. მისი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა მაგისტრალური გაზსადენების სისტემის  აღდგენა/რეაბილიტაცია; ახალი მაგისტრალური გაზსადენების და ნავთობსადენების დაპროექტება/მშენებლობა; სათანადო ინფრასტრუქტურის შექმნა, განვითარება და ოპერირება. ასევე, ნავთობისა და გაზის რესურსების დაძიება, მათი ათვისება, მოპოვება, ამ სამუშაოთა დაპროექტება, ასევე ნავთობისა და გაზის, მათი პროდუქტების საქართველოს ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ ტრანსპორტირების ტრანზიტის, ექსპორტის, იმპორტის, შენახვის, მომზადების, გადამუშავების, რეალიზაციის და მარკეტინგის ოპერაციების წარმოება.

იგი  ახორციელებს მაღალი წნევის გაზსადენის სისტემის ექსპლუატაციას და ტექნიკურ მომსახურებას. მისი ძირითადი საქმიანობაა: საქართველოს ტერიტორიაზე ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისა და ტრანზიტის უზრუნველყოფა, საჭირო ოდენობის გაზის მომხმარებლისთვის შეუფერხებელი მიწოდება. კომპანია აგრეთვე უზრუნველყოფს გაზის ტრანზიტს, მიწოდებასა და ტრანსპორტირებას სომხეთის რესპუბლიკაში.
მისი ფუნქციაა გაზის ხარჯვის აღრიცხვის წარმოება, რეჟიმის დაცვა, მის სისწორეზე კონტროლის დაწესება, გაზის დანაკარგების მიზეზების დადგენა და გაზსადენის უსაფრთხოების დაცვა.

გაზის ტრანსპორტირების კომპანია ექსპლუატაციას უწევს 1939.52 კმ (გაზის საერთაშორისო კორპორაციის საწესდებო ბალანსის მიხედვით) საერთო სიგრძის მაგისტრალურ გაზსადენებსა და განშტოებებს, 85 გაზგამანაწილებელ სადგურს, 5 გაზის გამზომ კვანძს. გაზსადენების მთლიანი საპროექტო წარმადობა დღე-ღამეში 55 მლნ.მ3 შეადგენს, ანუ 20 მლიარდ მ3 წელიწადში. გაზსადენების მთლიანი გეომეტრიული მოცულობაა 551.151 მ3.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანებით, 2006 წლის მარტში დაფუძნდა "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია". კორპორაციის შემადგენლობაში შევიდა სს "საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის", სს ,,საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციის" და სს "საქნავთობის" სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული აქციების 100%. 2011 წლის სექტემბერში კორპორაციამ სამართლებრივი ფორმა შეიცვალა და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან სააქციო საზოგადოებად გარდაიქმნა.

ამჟამად კორპორაციის აქციათა 100%-ს სს "საპარტნიორო ფონდი“ ფლობს, რომელიც, თავის მხრივ, სახელმწიფო საკუთრებაშია. კომპანიის მართვის უფლება მინიჭებული აქვს  საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს. 



სამინისტრო

კანონმდებლობა

ინვესტორი გვერდი

ენერგეტიკა

მედია ცენტრი

საჯარო ინფორმაცია

სტრუქტურა
მინისტრი
მოადგილეები
დეპარტამენტები
მინისტრის მრჩევლები
სსიპ
პოლიტიკა და სტრატეგია
ვაკანსია
ელექტროენერგია
ნავთობი / გაზი
ლიცენზიები / ნებართვები
სხვა
ინტერესთა გამოხატვა
მიმოხილვა
პოტენციალი
პერსპექტიული პროექტები
პოტენციური ჰესები რუკა და ფასების სახელმძღვანელო
მემორანდუმები
ელექტროენერგია
ნავთობი
გაზი
ახალი ამბები
პუბლიკაციები
პრეზენტაციები
ბიბლიოთეკა
დოკუმენტები
ტენდერები
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
საჯარო ინფორმაცია
საკადრო უზრუნველყოფა
სახელმწიფო შესყიდვები
სამართლობრივი აქტები
ბიუჯეტი
სტატისტიკა
სხვა
© 2013 ყველა უფლება დაცულია - საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო