maps maps
maps maps
homeministry of energy legislation investor page energy media center public information links
ისტორია
ნავთობსადენები
მოპოვება
საქართველოში ნავთობის ტრანსპორტირება ორი ნავთობსადენით - ბაქო-თბილის-ჯეიჰანის ნავთობსადენით (BTC) და დასავლეთ მარშრუტის საექსპორტო მილსადენით (WREP) ხორცილედება.

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტი

აზერბაიჯანიდან "აზერი-ჩირაგი-გიუნეშლის" საბადოდან მოპოვებული ნავთობის ექსპორტირება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის საშუალებით ხორციელდება.
BTC ნავთობის კასპიის და ხმელთაშუა ზღვებს შორის ტრანსპორტირების პირველი პირდაპირი მარშრუტია. მისი მშენებლობის მთლიანმა ხარჯმა 4 მილიარდ აშშ. დოლარს მიაღწია. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი მილსადენია. მისი სიგრძე 1768კმ-ია.
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით ნავთობის ტრანსპორტირება 2005 წლის მაისში დაიწყო, ხოლო 2005 წლის ოქტომბერში საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტებმა გარდაბანში BTC-ის საქართველოს მონაკვეთი ოფიციალურად გახსნეს.

ამ ნავთობსადენის ოპერირების შედეგად, პროექტის ფუნქციონირების პერიოდში, პირდაპირი სატრანზიტო შემოსავლების სახით, საქართველოს ბიუჯეტი დაახლოებით 50 მილიონ აშშ. დოლარს მიიღებს.
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო ნავთობსადენის პროექტის ფარგლებში ინვესტორი კომპანიები ახორციელებენ მოსახლეობის სოციალური მხარდაჭერის პროგრამებს, რომელთა მიზანია ნავთობსადენის დერეფანში მდებარე სოფლების მოსახლეობის დახმარება სოციალური პრობლემის გადაჭრაში.

დასავლეთ მარშრუტის საექსპორტო მილსადენი

დასავლეთ მარშრუტის საექსპორტო მილსადენი (WREP) ბაქო-სუფსის მილსადენის სახელითაა ცნობილი. დასავლეთ მარშრუტის საექსპორტო მილსადენი BP-ის მიერ განხორციელებული პირველი ინვესტიციაა საქართველოში და 1999 წლიდან ფუნქციონირებს.
ბაქო-სუფსის ადრეული ნავთობის მილსადენის მშენებლობა აზერბაიჯანის საერთაშორისო საოპერაციო კომპანიამ დააფინანსა. მილსადენის მშენებლობის ფარგლებში ასევე მოხდა სუფსის ტერმინალის მშენებლობაც. ბაქო-სუფსის ადრეული ნავთობსადენის სიგრძე 830კმ-ია (საქართველოს მონაკვეთი 375კმ), სუფსის ტერმინალის ტევადობა - ერთი მილიონი ბარელი.

დასავლეთის მარშრუტის საექსპორტო მილსადენით ხორციელდება კასპიის ზღვის ტერიტორიაზე მდებარე ჩირაგის საბადოდან, სანგაჩალის ტერმინალის გავლით ნავთობის ჩატვირთვა სუფსის ტერმინალში. WREP-ის გავლით სანგაჩალიდან ნავთობი 1998 წლის დეკემბერში გამოუშვეს, 1999 წლის იანვრის პირველ კვირას კი საქართველოში შემოვიდა.

სამინისტრო

კანონმდებლობა

ინვესტორი გვერდი

ენერგეტიკა

მედია ცენტრი

საჯარო ინფორმაცია

სტრუქტურა
მინისტრი
მოადგილეები
დეპარტამენტები
მინისტრის მრჩევლები
სსიპ
პოლიტიკა და სტრატეგია
ვაკანსია
ელექტროენერგია
ნავთობი / გაზი
ლიცენზიები / ნებართვები
სხვა
ინტერესთა გამოხატვა
მიმოხილვა
პოტენციალი
პერსპექტიული პროექტები
პოტენციური ჰესები რუკა და ფასების სახელმძღვანელო
მემორანდუმები
ელექტროენერგია
ნავთობი
გაზი
ახალი ამბები
პუბლიკაციები
პრეზენტაციები
ბიბლიოთეკა
დოკუმენტები
ტენდერები
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
საჯარო ინფორმაცია
საკადრო უზრუნველყოფა
სახელმწიფო შესყიდვები
სამართლობრივი აქტები
ბიუჯეტი
სტატისტიკა
სხვა
© 2013 ყველა უფლება დაცულია - საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო