maps maps
maps maps
homeministry of energy legislation investor page energy media center public information links
საქართველოში ელექტროენერგიის განაწილებას ახორციელებს სამი კომპანია - "ენერგო-პრო ჯორჯია”, "თელასი" და "კახეთის ენერგოდისტრიბუცია".

ენერგო-პრო ჯორჯია


სს "ენერგო-პრო ჯორჯია" საქართველოს ენერგობაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამანაწილებელი კომპანიაა, რომელიც თბილისისა და კახეთის ნაწილის გარდა, საქართველოს მთელს ტერიტოროაზე მაღალი (110 კვ) საშუალო (35-10 კვ) და დაბალი (6-0,4 კვ) ძაბვის ქსელს ფლობს.

კომპანიის საქმიანობის ძირითადი სახეებია:

• ელექტროენერგიის განაწილება; 

• ელექტროენერგიის წარმოება;

• ელექტროენერგიის ტრანზიტის მომსახურება;

• აბონენტთა ტექნიკური მომსახურება.

მომხმარებელთა მომსახურება და ელექტრონული ქსელების ექსპლუატაცია ხორციელდება აბონენტთა მომსახურების 7 რეგიონული ფილიალის და 55 სერვის-ცენტრის მეშვეობით.
„ენერგო-პრო ჯორჯია“ წელიწადში 2.150 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგიით ამარაგებს 850 000 აბონენტს. კომპანიის მიერ ელექტროენერგიის გაყიდვები უტოლდება ქვეყანაში ელექტროენერგიის საერთო მოხმარების 40%-ს;

კომპანიის მუშაობის ძირითადი მიმართულებებია: 

• ენერგომომარაგების საიმედოობა;

• მომხმარებელთა მომსახურების გაუმჯობესება;

• ახალ ტექნოლოგიათა დანერგვა;

• ქსელის სრული მოდერნიზაცია.

"საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიისა" და „აჭარის ენერგოკომპანიის“ აქტივები ჩეხურმა კომპანიამ სს "ენერგო-პრო ჯორჯიამ" 2007 წლის ივნისში იყიდა. გამანაწილებელი კომპანიების აქტივებთან ერთად "ენერგო-პრო ჯორჯიას" საკუთრებაში შვიდი ჰიდროელექტროსადგური გადაეცა. კერძოდ: „რიონიჰესი“, „გუმათჰესების კასკადი“, „ძევრიჰესი“, „შაორიჰესი“, „ლაჯანურჰესი“, „ზაჰესი“, „ორთაჭაჰესი“ და „აწჰესი“. მათი ჯამური დადგმული სიმძლავრე 368 მეგავატს აღემატება.
ჩეხური კომპანია "ენერგო-პრო" დაარსდა 1994 წელს ჩეხეთის რესპუბლიკის ქ. სვიტავში. იგი წარმოადგენს ჩეხეთის კერძო პირების მიერ დაფუძნებულ კომპანიას, რომლისთვისაც ელექტროენერგიის წარმოება მათი წარსული საქმიანობის გაგრძელებაა. თავდაპირველად კომპანია ჰიდროტურბინების წარმოებითა და ჰესების მშენებლობით იყო დაკავებული.

ამჟამად, "ენერგო-პრო" ფლობს და ამუშავებს 11 ჰიდროელექტროსადგურს ჩეხეთის რესპუბლიკაში. აგრეთვე ფლობს ჰიდროელექტრო სადგურებს ბულგარეთსა და თურქეთში.
"ენერგო-პროს" ჯგუფის აქტივების საბაზრო ღირებულება ამაჟამად შეადგენს დაახლოებით 300 მილიონ ევროს. საქართველოში "ენერგო-პრო ჯორჯიას" ჯგუფის პროექტი ჩეხეთის „ექსპორტ–იმპორტ ბანკის“ მხარდაჭერით განხორციელდა, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაა. მის სპეციალიზაციას წარმოადგენს ექსპორტისა და ჩეხური კომპანიების უცხოური ინვესტიციების ფინანსური უზრუნველყოფა.
2002 წლიდან, ჩეხეთის „ექსპორტ–იმპორტის ბანკი“ "ენერგო-პრო" ჯგუფის საერთაშორისო საქმიანობას აფინანსებს. "ენერგო-პროს" საინვესტიციო საქმიანობის მხარდამჭერია ჩეხეთის რესპუბლიკის ექსპორტის გარანტიის და დაზღვევის კომპანია (EGAPP), რომელიც საქართველოში "ენერგო-პროს" და ჩეხეთის ექსპორტ ბანკის ინვესტიციების რისკის დაზღვევას უზრუნველყოფს.


თელასი


სს "თელასი" საქართველოს ენერგობაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამანაწილებელი კომპანიაა, რომელიც ქ. თბილისისა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე მაღალი (110 კვ) საშუალო (35-10 კვ) და დაბალი (6-0,4 კვ) ძაბვის ქსელს ფლობს.

კომპანიის საქმიანობის ძირითადი სახეა ელექტროენერგიის განაწილება. 

ამასთან ერთად, საზოგადოება ეწევა შემდეგი სახის მომსახურებას:

• ელექტროენერგიის ტრანზიტის მომსახურებას;

• აბონენტთა ტექნიკურ მომსახურებას;

• ბილინგისა და გადახდების შეგროვების მომსახურებას გარეშე სერვისული ორგანიზაციებისთვის.
მომხმარებელთა მომსახურება და ელექტრული ქსელების ექსპლუატაცია ხორციელდება აბონენტთა მომსახურების ცენტრებსა და საექსპლუატაციო უბანებში, რომლებიც ქალაქის ყველა ადმინისტრაციულ რაიონში მდებარეობს.
სს "თელასი" წელიწადში 2 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგიით ამარაგებს 416 500 აბონენტს. გასული წლების კრიზისული დღეებისგან განსხვავებით ელექტროენერგიის შეზღუდვისა და ავარიების რაოდენობა დედაქალაქში მნიშვნელოვნად შემცირდა, გაიზარდა ენერგომომარაგების საიმედოობის ხარისხი, ასევე მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის ამოღების მაჩვენებელი. ორი წლის განმავალობაში საბიუჯეტო ვალდებულების სახით კომპანიამ 200 მილიონ ლარზე მეტი თანხა გადაიხადა.

სს "თელასის" გამანაწილებელი ქსელი მოიცავს:

• 110 კვ ქვესადგურები - 23 ქვესადგური, 45 ტრანსფორმატორი;

• 35 კვ ქვესადგურები - 12 ქვესადგური, 23 ტრანსფორმატორი;

• 6-10/0,4 ქვესადგურები - 1570 ქვესადგური, 2032 ტრანსფორმატორი;

• 110 კვ საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზები - 33 ხაზი, სიგრძე 284 კმ;

• 35 კვ საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზები - 14 ხაზი, სიგრძე 85 კმ;

• 35 კვ საკაბელო ხაზები - 10 ხაზი, სიგრძე 17 კმ;

• 6/10 კვ საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზები - 37 ხაზი, სიგრძე 36 კმ;

• 6/10 კვ საკაბელო ხაზები - 2098 ხაზი, სიგრძე 1587 კმ;

• 0,4 კვ საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზები - 1206 ხაზი, სიგრძე 502 კმ;

• 0,4 კვ საკაბელო ხაზები - 6569 ხაზი, სიგრძე 739 კმ.

კომპანიის მუშაობის ძირითადი მიმართულებებია:
ენერგომომარაგების საიმედოობა, მომხმარებელთა მომსახურების გაუმჯობესება, ახალ ტექნოლოგიათა დანერგვა და ქსელის სრული მოდერნიზაცია.
"თელასის" აქციების 75% პროცენტის მფლობელი 2003 წლიდან რუსეთის ერთიანი ენერგოსისტემაა, რომელმაც ”თელასი” ამერიკული კომპანია ”ეი-ი-ეს”-ისგან იყიდა. სააქციო საზოგადოება "ეი-ი-ეს რუსეთი" 1992 წელს შეიქმნა. კომპანიის საწყის კაპიტალში თბო და ჰიდრავლიკური ელექტროსადგურები, მაგისტრალური ელექტროგადამცემი ხაზები და ენერგეტიკული ობიექტები, ასევე ენერგეტიკული კომპანიების, სამშენებლო და სამეცნიერო-საპროექტო ორგანიზაციების აქციათა პაკეტები შევიდა.


კახეთის ენერგოდისტრიბუცია


სს ,,კახეთის ენერგოდისტრიბუცია" კახეთის რეგიონში გამანაწილებელი კომპანიაა, რომელიც 2003 წლის 15 აპრილს ს.ს. ,,სინათლე"-ს ბაზაზე შეიქმნა.
კომპანიის საქმიანობის ძირითადი საქმიანობაა ელექტროენერგიის განაწილება.
მომხმარებელთა მომსახურება და ფულადი სახსრების შეგროვება ხორციელდება სს ,,კახეთის ენერგოდისტრიბუციის" 8 სერვის-ცენტრში, რომლებიც განთავსებულია კახეთის რეგიონის ყველა ადმინისტრაციულ რაიონში.

სს ,,კახეთის ენერგოდისტრიბუცია" ემსახურება 117 058 აბონენტს. მისი საშუალო წლიური მოხმარება 200 მლნ კვტ.საათია. 

სს ,,კახეთის ენერგოდისტრიბუციის" გამანაწილებელი ქსელი მოიცავს:
• 10-6 კვ. ეგხ - 4 990 კმ;
• 0.4 კვ. ეგხ - 11 359 კმ;
• 10 კვ. ფიდერი - 192;
• 10-6/0.4 ქვესადგურები
• 1 669 სატრანსფორმატორო პუნქტი.

სამინისტრო

კანონმდებლობა

ინვესტორი გვერდი

ენერგეტიკა

მედია ცენტრი

საჯარო ინფორმაცია

სტრუქტურა
მინისტრი
მოადგილეები
დეპარტამენტები
მინისტრის მრჩევლები
სსიპ
პოლიტიკა და სტრატეგია
ვაკანსია
ელექტროენერგია
ნავთობი / გაზი
ლიცენზიები / ნებართვები
სხვა
ინტერესთა გამოხატვა
მიმოხილვა
პოტენციალი
პერსპექტიული პროექტები
პოტენციური ჰესები რუკა და ფასების სახელმძღვანელო
მემორანდუმები
ელექტროენერგია
ნავთობი
გაზი
ახალი ამბები
პუბლიკაციები
პრეზენტაციები
ბიბლიოთეკა
დოკუმენტები
ტენდერები
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
საჯარო ინფორმაცია
საკადრო უზრუნველყოფა
სახელმწიფო შესყიდვები
სამართლობრივი აქტები
ბიუჯეტი
სტატისტიკა
სხვა
© 2013 ყველა უფლება დაცულია - საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო