maps maps
maps maps
homeministry of energy legislation investor page energy media center public information links
ელექტროენერგიის საბაზრო წესები

ელექტროენერგიის საბაზრო წესების მიხედვით, ენერგოსექტორის ლიცენზიანტები, აფორმებენ მოკლევადიან (1 წელი) ან გრძელვადიან (5 წელი) პირდაპირ კონტრაქტებს ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვაზე, კონტრაქტები ფორმდება მომხმარებლებსა და მწარმოებლებს შორის, ხოლო საბალანსო სიმძლავრის შესყიდვაზე ხელშეკრულება ფორმდება კომერციულ ოპერატორთან.

ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების მიზნით საბითუმო მყიდველი ვალდებულია საკუთარი მოხმარების 10%-ის (მათ შორის 5% ადგილობრივი წყაროებით) ოდენობის სარეზევო სიმძლავრე გააჩნდეს.

სარეზერვო სიმძლავრის უზრუნველყოფა პირდაპირი ხელშეკრულებებით, საკუთარი წარმოებისა ან კომერციული ოპერატორის საშუალებით შეიძლება. 2013-2015 წწ.

10%-იანი კვოტა სრულად ადგილობრივი წყაროებით უნდა იყოს უზრუნველყოფილი, ხოლო 2016-2019 წლებში სავალდებულო რეზერვის კვოტა
15%-მდე გაიზრდება, რომლის შევსებაც სრულად ადგილობრივი წყაროებით იქნება სავალდებულო.საბალანსო ელექტროენერგიით ვაჭრობას კომერციული ოპერატორი ახორციელებს. 

კომერციული ოპერატორი აბალანსებს მომხმარებლებსა და მწარმოებლებს შორის პირდაპირი კონტრაქტით განსაზღვრული
ელექტროენერგიის რაოდენობასა და რეალურ მოხმარებას შორის წარმოქმნილ სხვაობას.

კომერციული ოპერატორისგან საბალნსო ელექტროენერგიით ვაჭრობა წარმოებს ორი გზით. პირველი, როდესაც მოხმარების გადაჭარბება ხდება დაუგეგმავად ან პირდაპირი ხელშეკრულება საერთოდ არ არის გაფორმებული, მაშინ მომხმარებელი ენერგიას ავტომატურად კომერციული ოპერატორისგან ყიდულობს.


საბალანსო ელექტროენერგიით ვაჭრობის მეორე ვარიანტის მიხედვით კომერციულ ოპერატორსა და მომხმარებლებს შორის წინსწრებით ფორმდება ხელშეკრულება, სადაც საჭირო ელექტროენერგიის არც მოცულობა და არც ფასი განსაზღვრული არ არის.

ყოველი კონკრეტული მოთხოვნის შემდეგ მხარეები ერთმანეთს მათთვის მისაღებ ტარიფებს სთავაზებენ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვაჭრობა წარმოებს ე.წ. ელექტროენერგეტიკული ბირჟის ფორმატით, რაც სამომხმარებლო ტარიფზე არანაირ გავლენას არ ახდენს. სისტემის კომერციული ოპერატორი მომსახურეობას ახდენს სემეკის მიერ დადგენილი მომსახურეობის ტარიფის მიხედვით.

აღსანიშნავია, რომ მომხმარებელს საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვა კომერციული ოპერატორის გარდა პირდაპირი კონტრაქტის საშუალებითაც შეუძლია.

შეზღუდვებია დაწესებული პირდაპირი მომხმარებლებისთვის. პირდაპირი მომხმარებლის სტატუსს მიიღებენ მხოლოდ ის ორგანიზაციები, რომლებიც წლიურად მოიხმარენ 7 მლნ. კვტსთ ელექტროენერგიას.

”ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის 493 მუხლის საფუძველზე 2008 წლის აგვისტოდან მოხდა 2008 წლის 1 აგვისტოს შემდეგ აშენებული ჰიდროელექტროსადგურების სრული დერეგულირება, მათ უფლება აქვთ ელექტროენერგიით ვაჭრობა განახორციელონ თავისუფალი (დერეგულირებული) ტარიფით. 

სამინისტრო

კანონმდებლობა

ინვესტორი გვერდი

ენერგეტიკა

მედია ცენტრი

საჯარო ინფორმაცია

სტრუქტურა
მინისტრი
მოადგილეები
დეპარტამენტები
მინისტრის მრჩევლები
სსიპ
პოლიტიკა და სტრატეგია
ვაკანსია
ელექტროენერგია
ნავთობი / გაზი
ლიცენზიები / ნებართვები
სხვა
ინტერესთა გამოხატვა
მიმოხილვა
პოტენციალი
პერსპექტიული პროექტები
პოტენციური ჰესები რუკა და ფასების სახელმძღვანელო
მემორანდუმები
ელექტროენერგია
ნავთობი
გაზი
ახალი ამბები
პუბლიკაციები
პრეზენტაციები
ბიბლიოთეკა
დოკუმენტები
ტენდერები
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
საჯარო ინფორმაცია
საკადრო უზრუნველყოფა
სახელმწიფო შესყიდვები
სამართლობრივი აქტები
ბიუჯეტი
სტატისტიკა
სხვა
© 2013 ყველა უფლება დაცულია - საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო