maps maps
maps maps
homeministry of energy legislation investor page energy media center public information links

მტკვარი ენერგეტიკა

შპს "მტკვარი ენერგეტიკას" პირველი და მეორე ენერგობლოკები ნახევრად პიკურ რეჟიმში მუშაობს. ისინი განთავსებულია ქ. გარდაბანიდან აღმოსავლეთით, 2 კილომეტრით დაშორებულ "თბილსრესის" ტერიტორიაზე. პირველი და მეორე ენერგობლოკები (ძველი დასახელება - თბილსრესის მე-9 და მე-10 ენერგობლოკები) ენერგოჰოლდინგმა "ინტერ რაო" ("რუსეთის ერთიანი ენერგოსისტემის" შვილობილი კომპანია) 2003 წლის ოქტომბერში სხვა აქტივებთან ერთად კომპანიისგან "ეი-ი-ეს" შეიძინა და მისი აქციების 100%-ის მფლობელი გახდა.

"მტკვარი ენერგეტიკას" მეორე ენერგობლოკი (თბილსერესის მე-10 ენერგობლოკი) 2002 წელს თბოსადგურის საქვაბეზე მომხდარი აფეთქების შედეგად დღემდე არ ფუნქციონირებს. "მტკვარი ენერგეტიკას" ენერგობლოკების დადგმული სიმძლავრე 300 მგვტ-ს შეადგენს.
თბილსრესი



გარდაბნის აირტურბინული ელექტროსადგური

გარდაბნის აირტურბინული ელექტროსადგური უახლესი ენერგეტიკული ტექნოლოგიების დანერგვის პირველი წარმატებული მცდელობაა.

გარდაბნის ელექტროსადგური Pratt and Whitney Power Systems FT8 ტიპის აირტურბინების ბაზაზე აშენებულ ენერგეტიკულ ობიექტს წარმოადგენს.
ამ ეტაპზე ელექტროსადგურის ნომინალური სიმძლავრე 110 მეგავატია, თუმცა გარდაბნის აირტურბინული ელექტროსადგური წარმოადგენს კომბინირებული ციკლით მომუშავე ორთქლაირული ელექტროსადგურის აირტურბინულ ზედნაშენს, ამიტომ მისი გამომუშავება ახალი ინვესტიციის შემთხვევაში შეიძლება კიდევ გაიზარდოს.

ელექტროსადგურის ექსპლუატაციის ვადა 25 წელია. განხოცრიელებული ინვესტიციის საერთო ღირებულება 53 800 000 დოლარია.
გარდაბნის აირტურბინული ელექტროსადგური ესპლუატაციაში 2006 წლის 23 იანვარს შევიდა.

შპს „ჯი ფაუერმა“ აირტურბინა კომპანიისგან „ენერჯი ინვესტი“ 2010 წლის დეკემბერში შეიძინა.



სამინისტრო

კანონმდებლობა

ინვესტორი გვერდი

ენერგეტიკა

მედია ცენტრი

საჯარო ინფორმაცია

სტრუქტურა
მინისტრი
მოადგილეები
დეპარტამენტები
მინისტრის მრჩევლები
სსიპ
პოლიტიკა და სტრატეგია
ვაკანსია
ელექტროენერგია
ნავთობი / გაზი
ლიცენზიები / ნებართვები
სხვა
ინტერესთა გამოხატვა
მიმოხილვა
პოტენციალი
პერსპექტიული პროექტები
პოტენციური ჰესები რუკა და ფასების სახელმძღვანელო
მემორანდუმები
ელექტროენერგია
ნავთობი
გაზი
ახალი ამბები
პუბლიკაციები
პრეზენტაციები
ბიბლიოთეკა
დოკუმენტები
ტენდერები
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
საჯარო ინფორმაცია
საკადრო უზრუნველყოფა
სახელმწიფო შესყიდვები
სამართლობრივი აქტები
ბიუჯეტი
სტატისტიკა
სხვა
© 2013 ყველა უფლება დაცულია - საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო