maps maps
maps maps
homeministry of energy legislation investor page energy media center public information links
საქართველოში ფუნქციონირებს ელექტროენერგიის გადაცემის სამი ლიცენზიატი: სს  "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" (GSE) და სს "საქრუსენერგო".
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა 

სს “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” (სსე) არის სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფი სააქციო საზოგადოება, რომელიც ჩამოყალიბდა 2002 წელს შპს “ელექტროდისპეტჩერიზაციისა” და სს “ელექტროგადაცემის” შერწყმის საფუძველზე. სსე უზრუნველყოფს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ელექტროენერგიის გადაცემას (ტრანსპორტირებას, ტრანზიტს) და ამავდროულად წარმოადგენს დისპეტჩერიზაციის ერთადერთ ლიცენზიანტს. სსე გადაცემა-დისპეტჩერიზაციის მომსახურებას უწევს დაახლოებით 50 კვალიფიციურ საწარმოს.

“საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის” (სემეკ) მიერ გაცემული ლიცენზიებისა და გადაცემა-დისპეტჩერიზაციისათვის დადგენილი ტარიფების საფუძველზე, სსე ახორციელებს სისტემის ტექნიკურ მართვას ელექტროენერგიის მიწოდება-მოხმარების სტაბილური რეჟიმის უზრუნველსაყოფად და ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის უფლების გარეშე, გადასცემს საქართველოში წარმოებულ ან იმპორტირებულ ელექტროენერგიას სადისტრიბუციო ენერგოკომპანიებს, პირდაპირ მომხმარებლებს ან მეზობელი ქვეყნების ელექტროსისტემებს.

სსე ფლობს სემეკ–ის 2002 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით დამტკიცებულ ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიას 12-004 და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიას 13-004.


გადაცემა

საქართველოს ელექტროენერგიის გადამცემი ქსელი ოპერირებს 500/330/220/110/35/10/6 კვ ძაბვაზე.

საქართველოს ენერგოსისტემა 500 კვ გადამცემი ქსელის საშუალებით უკავშირდება მეზობელი ქვეყნების ენერგოსისტემებს: 

500-კილოვოლტიანი მაგისტრალური ელექტროგადაცემის ხაზი “ქართლი 1″ – “ქართლი 2″ – “იმერეთი” – “კავკასიონი”, რომელიც 500კვ ქვესადგურების „გარდაბანი-500“, „ზესტაფონი-500“ და „ქსანი-500“ გავლით აკავშირებს საქართველოს ენერგოსისტემას რუსეთთან და საქართველოს ჩრდილო-დასავლეთით განლაგებულ გენერაციის მსხვილ ობიექტებთან (მათ შორის “ენგურჰესთან”).

სსე-ს შვილობილი კომპანიის „ენერგოტრანსის” მიერ აშენებულია 500კვ მაგისტრალური ელექტროგადაცემის ხაზი ‘’ვარძია’’ – ‘’ზეკარი’’ – ‘’მესხეთი’’, რომელიც 500კვ ქვესადგურების „გარდაბანი-500“, „ზესტაფონი-500“ და „ახალციხე-500“ გავლით აკავშირებს საქართველოს ენერგოსისტემას თურქეთთან.

500კვ ქვესადგურიდან „გარდაბანი-500“ გადის აზერბაიჯანის ენერგოსისტემასთან დამაკავშირებელი 500-კილოვოლტიანი ელექტროგადაცემის ხაზი „საქართველო-აზერბაიჯანი“ და 330-კილოვოლტიანი გადამცემი ხაზი „გარდაბანი-330“.

ასევე, ფუნქციონირებს ფართო 220კვ გადამცემი ქსელი, რომელიც დაკავშირებულია გენერაციის სხვა ობიექტებთან და მოთხოვნა-მოხმარების ცენტრალურ რეგიონებთან. საქართველოს ენერგოსისტემა რუსეთს, სომხეთს და თურქეთს 220კვ გადამცემი ხაზებითაც უკავშირდება. არსებობს იზოლირებული 110კვ დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზები სომხეთთან და რუსეთთან.

“საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისა” და მისი შვილობილი კომპანიის „ენერგოტრანსის“ ბალანსზე ირიცხება:

500-220-110-35 კილოვოლტის 130 ერთეული ელექტროგადაცემის ხაზი ჯამური სიგრძით 3221.97 კმ. მათ შორის: 500კვ. ხაზების სიგრძე-289კმ; 220კვ. ხაზების სიგრძე – 1584.41 კმ; 110კვ. ხაზების სიგრძე – 856.79 კმ; 35 კვ. ხაზების სიგრძე – 491.77 კმ.

500-220-110-35 კილოვოლტის 92 ერთეული ქვესადგური ჯამური დადგმული სიმძლავრით – 10212.6 მვა. მათ შორის: 500 კილოვოლტიანი ქვესადგური – 4 (ჯამური დადგმული სიმძლავრე – 5228,2 მვა); 220 კილოვოლტიანი ქვესადგური – 17 (დადგმული სიმძლავრით – 4396.5 მვა); 110 კილოვოლტიანი ქვესადგური – 25 (დადგმული სიმძლავრით – 421.4 მვა); 35 კილოვოლტიანი ქვესადგური – 46 (დადგმული სიმძლავრით – 166.5 მვა).


დისპეტჩერიზაცია

საქართველოს ენერგოსისტემის ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი განლაგებულია სსე-ის შენობაში, თბილისის ცენტრში. ის პასუხისმგებელია საქართველოს ენერგოსისტემის ოპერატიულ მართვაზე, 500/220/110/35კვ გადამცემი ობიექტების გამართულ მუშაობასა და ენერგოსისტემის მდგრადობაზე. ეროვნული სადისპეტჩერო უზრუნველყოფს ენერგოსისტემის, როგორც ერთიანი ობიექტის მუშაობას ნორმალურ და ავარიულ რეჟიმებში. ცენტრი აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით, რითაც შესაძლებელია სისტემის შესახებ ინფორმაციის ელექტრონულ რეჟიმში მიღება, სისტემის დისტანციური მართვა და ავარიული სიტუაციების ეფექტური მართვა. კერძოდ, ეროვნული სადისპეტჩერო ქვესადგურებიდან და სადგურებიდან იღებს სრულ ინფორმაციას და მუდმივად განახლებადი მონაცემთა ბაზის საფუძველზე ოპერატიულად რეაგირებს ავარიულ სიტუაციებში.


საქრუსენერგო

სს გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა "საქრუსენერგო" 1996 წლის 27 მაისს, საქართველოს მთავრობის და "რუსეთის ერთიანი ენერგეტიკული სისტემის" მიერ ჩამოყალიბდა. სააქციო საზოგადოების საწესდებო კაპიტალი დამფუძნებლებს შორის ნაწილდება 50%-50%.

"საქრუსენერგოს" უმთავრესი ამოცანაა ყველა მეზობელ ენერგოსისტემასთან პარალელურ რეჟიმში მუშაობა. მისი ძირითადი ფუნქციაა შიდა სასისტემო 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზების მეშვეობით ელექტროენერგიის გადაცემა და მეზობელ ქვეყნებთან დამაკავშირებელი ხაზების ტექნიკური მომსახურება.

"საქრუსენერგოს" საწესდებო კაპიტალში არსებული გადამცემი ხაზების მთლიანი სიგრძეა 908 კმ. მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი 603 კმ სიგრძის, ხოლო რუსეთის ტერიტორიზე არსებული 305 კმ სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზები.


სამინისტრო

კანონმდებლობა

ინვესტორი გვერდი

ენერგეტიკა

მედია ცენტრი

საჯარო ინფორმაცია

სტრუქტურა
მინისტრი
მოადგილეები
დეპარტამენტები
მინისტრის მრჩევლები
სსიპ
პოლიტიკა და სტრატეგია
ვაკანსია
ელექტროენერგია
ნავთობი / გაზი
ლიცენზიები / ნებართვები
სხვა
ინტერესთა გამოხატვა
მიმოხილვა
პოტენციალი
პერსპექტიული პროექტები
პოტენციური ჰესები რუკა და ფასების სახელმძღვანელო
მემორანდუმები
ელექტროენერგია
ნავთობი
გაზი
ახალი ამბები
პუბლიკაციები
პრეზენტაციები
ბიბლიოთეკა
დოკუმენტები
ტენდერები
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
საჯარო ინფორმაცია
საკადრო უზრუნველყოფა
სახელმწიფო შესყიდვები
სამართლობრივი აქტები
ბიუჯეტი
სტატისტიკა
სხვა
© 2013 ყველა უფლება დაცულია - საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო